5 სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი 2020 წლის შესახებ – რა პროგნოზები მართლდება?

geoinformer

Loading...

ეს ფილმები 2000-2018 წლებშია გადაღებული…

ხშირად ნაამბობი რეალისტური და მეტიც, საშიში ჩანს. 2020 წელიც რამდენიმე ასეთ ფილმში ფიგურირებს: თუკი რამდენიმე მათგანში კაცობრიობის მომავალი განწირულია, სხვა ფილმებში განვითარებული და აყვავებული მსოფლიო ჩანს. გამოცემა Time Out გვთავაზობს 5 ფილმს, სადაც 2020 წლის სხვადასხვა ვერსიებია წარმოდგენილი.

მომავლის ზღვარი – 2014 წელი

სულ რაღაც 6 წლის წინ დაგ ლაიმანმა გამოაცხადა, რომ სულ მალე კაცობრიობას საშინელი და პრაქტიკულად შეუჩერებელი უცხოპლანეტელები ომში ჩაითრევენ. ფილმის თანახმად, 2020 წელს დედამიწელთა გაერთიანებული არმია ძლივს ახერხებს ფრონტის ხაზის გამაგრებას ათასობით დაღუპულის ფასად. ფილმში არსებული სამყაროს ნახევარი 2020 წლისთვის უკვე განადგურებულია, მაგალითად, პარიზი – ნახევრად დატბორილი.

ცეცხლის ძალა (2002)

უჩვეულო, პოსტაპოკალიპტურ სიუჟეტში კრისტიან ბეილისა და მეთიუ მაკკონაჰის მონაწილეობით, კაცობრიობა თითქმის განადგურებულია დრაკონების მიერ. ფილმის სამყაროში ისინი ზღაპრულ არსებებად ითვლებოდნენ მანამ, სანამ ერთხელ ადამიანებმა ერთ-ერთ მათგანს არ მიაგნეს. ეს ცეცხლოვანი არსებები მილიონობით ადამიანს გაანადგურებენ. ხალხი, რა თქმა უნდა, მზად არ იყო მოვლენების ასეთი განვითარებისათვის: გადარჩენილები ცხოვრობენ ლონდონის ნანგრევებში, რომელიც ტერმინატორთა ბნელი მომავლის პეიზაჟს ჰგავს. თავის გადასარჩენად, დრაკონებზე მონადირეებს გადამწყვეტი ბრძოლა მოუწევთ დამპყრობლების წინააღმდეგ.

წყნარი ოკეანის ტიტანები (2013)

ისევე როგორც „მომავლის ზღვარში“ აქაც, ხალხი უცხოპლანეტელებს ებრძვის: კაიჯუ, ე.წ. მონსტრები ოკეანის გულიდან ჩნდებიან. უზარმაზარი მონსტრების გამოჩენამ შეიძლება მეგაპოლისების განადგურება განაპირობოს. ამ გიგანტური და ასევე ძალიან ჭკვიანი არსებების შესაკავებლად კაცობრიობამ არანაკლებ უზარმაზარი საბრძოლო რობოტები შექმნა, რომელთა კონტროლისთვისაც შაჭიროა ორი სპეციალურად მომზადებული მფრინავი. რასაკვირველია, 2020 წელს მსგავსი არაფერი მომხდარა.

მისია მარსზე (2000)

„შეუსრულებელი მისიისა“ და „ნაიარევი სახის“ რეჟისორმა დე პალმამ იწინასწარმეტყველა, რომ 2020 წლისთვის ხალხი ბოლოსდაბოლოს სრულფასოვან ექსპედიციას მოაწყობდა პლანეტა მარსზე. „მისია მარსზე“ სამეცნიერო მოგზაურობა დაუჯერებელი აღმოჩენის გარშემო ტრიალებს – როგორც ჩანს, დედამიწაზე ცხოვრება სწორედ წითელ პლანეტაზე დაიბადა! მართალია, ამ საიდუმლოს გახსნა კაცობრიობას უამრავ კატასტროფულ მოვლენად და ბევრი ადამიანის დაღუპვად უჯდება.

მშვიდი ადგილი (2018)

ემილი ბლანტი და ჯონ კრასინსკი, რომლებიც ფილმში ოჯახურ წყვილს თამაშობენ, რეალურ ცხოვრებაშიც ცოლ-ქმარი არიან. ისინი საშინელი მონსტრებით გარშემორტყმულები ცხოვრობენ. ამ საფრთხეში თავდაცვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს – საშინელი არსებები მათ თავს მხოლოდ მაშინ ესხმიან, როცა ხმაური ესმით. და თუკი მოზრდილები ჟესტების ენაზე კომუნიკაციით ცხოვრებას მიეჩვივნენ, მათი შვილები ნაკლებად ფრთხილები გამოდგებიან. (მათ ერთ-ერთ შვილს სმენადაქვეითებული მსახიობი, მილი სიმმონდსი ასრულებს). მოქმედება აქაც 2020 წელს ვითარდება.

loading...
Next Post

მართლა რომ არ სჯერა, იმას მინდა დავაჯერო და გავაგებინო პაატა იმნაძე

გაზიარება Loading... მართლა რომ არ […]