(ვიდეო)-გამოძალვა ზუგდიდში – რა ამოიღეს სამართალდამცველებმა ქალისა და მამაკაცისგან, რომელთაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ?

geoinformer

loading...

Loading...

პოლიციამ ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა – ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.”შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ. გამოძალვის ბრალდებით, სამეგრელოში, ცხელ კვალზე დააკავეს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ.პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს,”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

loading...
Next Post

” სწორი და დროული დიაგნოზი ავადობაზე გამარჯვების აუცილობელი გარანტიაა . ”

გაზიარება loading... საქართველოს წარმატებული ადამიანების […]