ივანიშვილის დამარცხება იმიტომ კი არ მინდა, რომ მეორე გიჟმა ჩაანაცვლოს – რას ამბობს ჩერგოლეიშვილი ოპოზიციაზე

geoinformer

loading...

Loading...

ტაბულას დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ბოლო 8 წლის განმავლობაში ვერ შეძლო გაერთიანება ვერც ერთი პარტიისა და ლიდერის გარშემო. მისი თქმით, ოპოზიციამ მხოლოდ პროპორციული არჩევნების თემის ირგვლივ შეძლო გაერთიანება.

ოპოზიციას რომ გადავხედოთ, ბოლო 8 წლის მანძილზწ ვერ შეძლო გაერთიანება ვერცერთი პარტიის და ლიდერის გარშემო. არ აღმოჩნდა ისეთი ლიდერი, არ გვყავს ჩვენ ოპოზიციაში ისეთი ლიდერი, რომელიც კონსოლიდირებას მოახდენს. გასაგებია, რომ სააკაშვილს ილუზია აქვს, უნდა რომ ასე ეჯეროს, მაგრამ არც თვითონ არ აღმოჩნდა ასეთი.

მე ოპოზიციისგან ვითხოვ, კარგად დაფიქრდნენ და საქმე აკეთონ თავიდან. ნაციონალური მოძრაობა თავის პრემიერობის კანდიდატად ვის წარმოადგენს, გიორგი ვაშაძეს თუ სხვას, ეს მათი საქმეა.

მე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება იმიტომ კი არ მინდა, რომ მეორე გიჟმა ჩაანაცვლოს. მე მინდა, რომ ამ ქვეყნაში დამყარდეს პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

loading...
Next Post

ბასილაშვილის ყოფილი ცოლი: ჩემი შვილის მდგომარეობა მძიმეა და ფსიქოლოგებთან დამყავს

გაზიარება loading... Loading... ნიკოლოზ ბასილაშვილის […]