ფანქარი ბოლოკაბა – რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?

geoinformer

loading...

Loading...

როგორც სტილისტები გვარწმუნებენ, სწორად შერჩეული ფანქარი ბოლოკაბა ყველა ქალს უხდება.

თუმცა უამრავი ქალი ფიქრობს, რომ ეს სტილი მათი სხეულის ნაკლოვანებას ხაზს გაუსვამს, ზოგიერთი კი ზედმეტად არაკომფორტულად მიიჩნევს, რაშიც, სამწუხაროდ, არის სიმართლის მარცვალი. ფანქარი ბოლოკაბა არაა ის სამოსი, რაშიც თავს თავისუფლად იგრძნობთ. თუმცა, იგი ქალს სექსუალურობას, თავდაჯერებულობას და რწმენას მატებს, მეტიც, სიმკაცრესაც კი, როცა ეს საჭიროა. ამიტომაც ის საქმიანი ქალის გარდერობში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

მაშ ასე: რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?

ზომა

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ ზომას, რადგან ეს ბოლოკაბა არც ერთ შეცდომას არ პატიობს ქალებს. ის აუცილებლად ფიგურაზე ზუსტად მორგებული უნდა იყოს.

სიგრძე

ამ ბოლოკაბის ზოგიერთი მოდელი ზედმეტად მოკლეა, ზოგიერთი კი – თითქმის კოჭამდე. მისი ყველაზე პოპულარული ზომა მუხლს ოდნავ ქვემოთაა.

ფერი

აჯობებს, სავსე გოგონებმა უფრო მუქი ფერების ფანქარი ქვედაბოლო ატარონ, რათა დამალონ მოცულობა, თუმცა ზედა პირიქით, შესაძლებელია ნათელი ფერის იყოს. თუკი გსურთ, ვიზუალურად უფრო მაღალი გამოჩნდეთ, კლასიკური ფერების ან ვერტიკალურზოლიანი ბოლოკაბა შეარჩიეთ.

დიზაინი

თუკი გემრიელი ფორმებით ვერ იწონებთ თავს, მაშინ ატარეთ მაღალწელიანი ქვედაბოლოები მუხლს ოდნავ ქვემოთ. შესაძლებელია ჯიბეებიანი ვარიანტიც სცადოთ – ეს ხომ 2020 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდია. ხოლო თუკი პირიქით, „გაბარიტების“ ვიზუალურად შემცირება გსურთ, მაქსიმალურად მარტივ და დეტალების გარეშე მოდელზე გააკეთეთ არჩევანი.

მასალა

ტყავი, ტრიკოტაჟი, ლაკი და ვინილი ვიზუალურად უფრო ზრდის ფორმებს. ჯინსისგან და ასევე არაპრიალა ტყავის მასალისგან შეკერილი ქვედაბოლოები კი პირიქით, თითქმის ყველას უხდება.

რაც შეეხება 2020-ის ტრენდებს, წელს ფანქარი ქვედაბოლო განსაკუთრებით მოდურია ტრენჩებთან, ჯინსის ქურთუკებთან, ჩექმასთან, დიდსახელოებიან ან აბრეშუმის ნაზ ბლუზებთან. აქვე, არ დაივიწყოთ კონტრასტებიც – მიუხედავად იმისა, რომ თავად ფანქარი ქვედაბოლო ბიზნესლედობასთან ასოცირდება და, შესაბამისად, საოფისე მკაცრ დრესკოდთან, წელს, ის ბიზნეს-ქეჟუალ სტილში ფერების კონტრასტებსაც იტანს.

loading...
Next Post

„პედოფილი გამოუშვეს და ხუთი წლის ბავშვი გაამტყუნეს“ – რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება

გაზიარება loading... Loading... სავარაუდო სექსუალური […]