დიეტა 80/20 ანუ მინუს 6 კგ ერთ თვეში ჯანმრთელობის დაუზიანებლად

geoinformer

loading...

Loading...

კვების ამ სქემას წარმატებით იყენებდნენ ისეთი სელებრითები, როგორიცაა ოლივია მანი, მირანდა კერი, ჟიზელ ბიუნდჰენი… თქვენც სცადეთ.

სისტემა მარტივია:

დღიური რაციონის 80%-ს უნდა შეადგენდეს ხილი და ბოსტნეული. დანარჩენი 20%-ს კი რაც მოგესურვებათ, ბურგერის ჩათვლითაც კი.

აქვე ჩნდება კითხვა, როგორ შეუძლია ადამიანს, ეს პროცენტი ზუსტად გამოითვალოს?

ამაზე პასუხი ძალიან მარტივია. გავყოთ ყოველდღიური კვება ხუთად. აქედან 4 კვება აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი, ერთი კი – „ჩვეულებრივი“. თუკი დღეში სამჯერ იკვებებით, მაშინ 2 კვება ჯანსაღი უნდა იყოს, მესამე კვებაზე კი, რასაც გსურთ, იმას მიირთმევთ. (თუმცა აქვე ჯობია, რომ „ჩვეულებრივი“ კვება დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ).

როგორ გავხდეთ ერთ თვეში?

სისტემის შემქმნელი, ტერეზა კატერი ამბობს, რომ გაცილებით უფრო ეფექტურია მთელი კვირის რაციონის ამ ფორმულით დაგეგმვა: 20% ჩვეულებრივი, არც ისე ჯანსაღი კერძები, დანარჩენი კი – ხილ-ბოსტნეული. ასეთი დაგეგმვით, შესაძლებელია ერთი დღე მთლიანად „შატალო“ დააწესოთ და მიირთვათ ის, რაც გსურთ.

თუმცა აქვე, ცხადია, რომ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რამ: თუკი „თავისუფალ“ კვებაში 2 პორცია კარტოფილ ფრის მიირთმევთ, აქედან კარგს არაფერს უნდა ელოდოთ.

თუმცა თუკი კვირის ბოლოს წვეულებაზე ხართ დაპატიჟებული, თავისუფლად შეგიძლიათ ასეთი განტვირთვის დღე სწორედ წვეულებაზე მოიწყოთ და თავს ტორტის ნაჭრის მირთმევის უფლება მისცეთ.

რაც შეეხება თავად ხილ-ბოსტნეულს, ეს მხარეც კარგად უნდა დააბალანსოთ მრავალფეროვანი საკვებით: მარცვლეულის ნაირფეროვანი არჩევანი, ბროკოლი, ფერადი კომბოსტო, გარგარი, ბადრიჯანი, ყაბაყი, ვაშლი – რაც მთავარია, მათი რაოდენობა და პორცია საერთოდ არაა შეზღუდული!

მაშ, რა არის 80/20 დიეტის საიდუმლო გარდა დაბალი კალორიულობისა?

საიდუმლო დეტოქსშია. ბოჭკოვანის ასეთი რაოდენობის მიღების შემდეგ, ორგანიზმს გაწმენდაში ხელს შეუწყობთ და საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად ამუშავებაშიც მიეხმარებით ორგანიზმს.

რაც მთავარია, ამ წესის დაცვა მთელი ცხოვრების მანძილზეა შესაძლებელი.

loading...
Next Post

ბათუმში, ზღვაში მამაკაცს ეძებენ

გაზიარება loading... Loading... ბათუმში, ზღვაში […]