(ვიდეო)-მახუნცეთის ჩანჩქერი, 57 მეტრი – აჭარაში ტურისტული პოტენციალის კვლევა გრძელდება

geoinformer

loading...

Loading...

მახუნცეთის, მეძიბნას, წონიარისისა და მერისის ჩანჩქერები იმ 15-მდე ჩანჩქერს შორისაა, რომელთა შესწავლა-გაზომვაც ქედისა და ხელვაჩაურის ტურისტული პოტენციალის კვლევისას განხორციელდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვლევის პროცესში 40-მდე სოფლის ტურისტული შესაძლებლობა შეისწავლა, რომლის დროსაც ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის ნაკლებად ცნობილი სალაშქრო ბილიკები, ჩანჩქერები თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობები შეფასდა. ორთვიანი კვლევისას მუნიციპალიტეტებში აგროტურიზმის, კულტურული ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, კანიონგის განვითარებისთვის საჭირო ტურისტული შესაძლებლობები გამოიკვეთა, რომელთა საფუძველზეც სააგენტო ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებასა და მარშრუტის რუკების მომზადებას გეგმავს.

loading...
Next Post

(ვიდეო)-მთელი თბილისი მირეკავს და მეკითხებიან - რატომ მოხვდა ია ფარულავა საავადმყოფოში

გაზიარება loading... Loading... მსახიობი ია […]