გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ჩემ მიმართ აკეთებდნენ – გერმანიის ელჩი

geoinformer

loading...

Loading...

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გამოეხმაურა მის მიმართ, ბოლო პერიოდში გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს. ელჩი ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა, რის შემდეგაც საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების საკითხზეც ისაუბრა.

განვიხილეთ დღევანდელი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შეეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით ელჩებმა განცხადებაც გავავრცელეთ. მოხარული ვარ ამ სიახლით და ეს ძალიან კარგი ნაბიჯია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან გაზრდის პლურალიზმს საქართველოს პარლამენტში. როგორც საქართველოში, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეშ სიტყვებსა და ჟესტებს იყენებენ. გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ადამიანები ჩემ მიმართ აკეთებდნენ, ისინი, ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემ შესახებ არაფერი იციან. ვთვლი, რომ აღნიშნული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად საქართველო ამასაც გადალახავს. მთავარია, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რაც ძალიან მახარებს, განაცხადა გერმანიის ელჩმა.

loading...
Next Post

სისხლიანი გარჩევა კახეთში - შსს განცხადებას ავრცელებს

გაზიარება loading... Loading... შინაგან საქმეთა […]