ვფიქრობთ, მოვახერხებთ რაციონალური რეგულაციების გაწერას, როემლიც დაგვეხმარება, არჩევნები ეპიდემიის გავრცელების წყარო არ გახდეს – ირაკლი კობახიძე

geoinformer

loading...

Loading...

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრის თემას, არჩევნები და პანდემია წარმოადგენდა.

მისივე თქმით, არსებითად ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე, განიხილეს, რა ზომები უნდა იქნას მიღებული იმ პირთა მიმართ, რომლებიც კარანტინში არიან.

კობახიძე იმედოვნებს, რომ სამუშაო ჯგუფი მოახერხებს რაციონალური რეგულაციების შემუშავებას, რომელიც არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებაში დაგვეხმარება.

გაიმართა მირიგი შეხვედრა თემაზე: “არჩევნები და პანდემია”- რა ზომები უნდა იყოს მიღებული პანდემიის ჭრილში საარჩევნოდ. არსებითად ტექნიკურია საკითხებია, მაგალითად: რა ზომები უნდა იყოს მიღებული იმ პირთა მიმართ, რომლებიც არიან კარანტინში, როგორ უნდა გაიხსნას ამ შემთხვევაში საარჩევნო უბანი, როგორ უნდა ჩატარდეს საარჩევნო პროცედურები. ვფიქრობთ, რომ ჩვენ მოვახერხებთ რაციონალური რეგულაციების გაწერას, როემლიც დაგვეხმარება იმაში, რომ არჩევნები არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო, მთავრი ამოცანა ჩვენთვის ეს არის, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

loading...
Next Post

დექსამეტაზონმა ერთი მესამედით შეამცირა სიკვდილობა კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებში - თენგიზ ცერცვაძე

გაზიარება loading... Loading... ცერცვაძის განმარტებით, […]