საქართველოში მოქმედებენ ისეთი ორგანიზაციები,რომლებიც არ არიან ღიად დაკავშირებული რუსეთთან, თუმცა არაპირდაპირ ემსახურებიან მათ ინტერესებს – ირაკლი კობახიძე

geoinformer

loading...

Loading...

“საქართველოში მოქმედებენ ისეთი ორგანიზაციები, მათ შორის პარტიებიც, რომლებიც არ არიან ღიად დაკავშირებული რუსეთთან, თუმცა არაპირდაპირ ემსახურებიან მათ ინტერესებს. ეს რჩება გამოწვევად და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა არ შეიქმნას, მათ შორის, ფინანსების კუთხით. ბუნებრივია, დაფინანსების თვალსაზრისით არსებობს გამოწვევები, შესაბამისად, ყველაფერი უნდა უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოში, საარჩევნოდ არ შემოვიდეს შავი ფული, მათ შორის, შავი ფული სხვა ქვეყნებიდან”, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე რომელ პარტიებს გულისხმობს, კობახიძე ამბობს, რომ არიან ღიად პრორუსული პარტიები, ასევე პარტიები, რომლებიც “ამბობენ, რომ არიან პროდასავლური ძალები, მაგრამ მათ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარეს .

“კონკრეტული პარტიები არიან, რომლებიც ღიად აცხადებენ იმის თაობაზე, რომ მათ აქვთ რუსეთთან დაახლოების ინტერესი, ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის იდეას. შესაბამისად, საზოგადოებამ იცის, ვინ არიან ეს პოლიტიკური ძალები. ასევე არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამბობენ, რომ არიან პროდასავლური ძალები, მაგრამ მათ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და ეკონომიკური სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარეს. აქედან გამომდინარე, ასეთი პოლიტიკური ძალების შემთხვევაში, არსებობს თანამშრომლობის რისკი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ კუთხით პრობლემები გამოირიცხოს. მნიშვნელოვანია ფინანსების კონტროლი და იმის კონტროლი, თუ რა ხდება მედია საშუალებებში, მათ შორის სოციალურ ქსელში. ყველაფერს უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, ხომ არ არის სადმე ინტერვენციის ნიშნები. თუ ასეთი ნიშნები არის, დაგვჭირდება რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან”, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის დაზუსტებაზე, რომ სოციალურ ქსელებში სწორედ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ის გვერდები დაიბლოკა, რომელიც ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდნენ, კობახიძე პასუხობს, რომ “რუსულ საქმეს ვინ აკეთებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ვინ აკეთებს ოპოზიციაში ყოფნის დროს , ყველამ იცის.”

“გვაჩვენონ ერთი შემთხვევა მაინც, სადაც ქართულ ოცნებასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული რომელიმე სუბიექტი სოციალურ ქსელში აკეთებს ან პრორუსულ ან ანტიდასავლურ განცხადებებს”,- აცხადებს კობახიძე.

loading...
Next Post

ოპოზიციის ქმედება სირცხვილი იყო, როდესაც არ მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში - ვიოლა ფონ კრამონი

გაზიარება loading... Loading... ევროპარლამენტარის თქმით, […]