Startup World Cup-ის რეგიონალური გამარჯვებული უკრაინული სტარტაპი გახდა

geoinformer

loading...

Loading...

ტექნოპარკში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ შეჯიბრის – Startup World Cup-ის რეგიონალური ღონისძიება – Black Sea and Beyond Regional Competition გაიმართა, რომელსაც Startup Connect, GITA-სთან და „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად წარმოადგენს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ფინალში 7 ქვეყნიდან 10 სტარტაპი მოხვდა, მათ შორის, 4 ქართული. შეჯიბრს საერთაშორისო ჟიური ხელმძღვანელობდა, მესამე ადგილი ქართულმა სტარტაპმა – Phubber-მა დაიკავა, II ადგილი – Izibac რუმინეთიდან, პირველ ადგილზე კი უკრაინული სტარტაპი – Bicovery გავიდა, რომელიც მსოფლიო ფინალზე კალიფორნიაში გაემგზავრება და იბრძოლებს მთავარი პრიზის 1,000.000 დოლარის მოსაგებად, მანამდე კი შესაძლებლობა ექნება, ევროპის ფინალზე $500,000 მოიპოვოს.

სტარტაპ შეჯიბრის გარდა, ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინა წარმატებული საერთაშორისო სპიკერებისთვის, დასწრებოდა ვირტუალურ გამოფენას, მონაწილეებმა კი წამყვან ინვესტორებთან გასაუბრება ვირტუალური პლატფორმის გამოყენებით შეძლეს.

Startup World Cup სტარტაპების ყველაზე მასშტაბური კონფერენცია და შეჯიბრია მსოფლიოში, რომელიც დაფუძნებულია Pegasus Tech Ventures-ის მიერ.

წყარო

loading...
Next Post

ნარკომანთა უბანი-შოკისმომგვრელი რეპორტაჟი ამერიკიდან

გაზიარება loading... ფილადელფიის გარეუბანში არის […]