Twitter-მა აიათოლა ალი ხამენეის პოსტების წაშლის შესახებ ისრაელის თხოვნას უარით უპასუხა

geoinformer

loading...
აიათოლა ალი ხამენეი

Loading...

Twitter-მა აიათოლა ალი ხამენეის პოსტების წაშლის შესახებ ისრაელის მთავრობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსისადმი გაგზავნილ წერილში, ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა საკითხებში მინისტრმა ორიტ ფარკაშ-ჰაკოენმა კომპანიას მოუწოდა, სიძულვილის ენის შესახებ საკუთარი პოლიტიკა დაიცვას და ანტისემიტური პოსტები წაშალოს.

Twitter- ის საპასუხო წერილში კი აღნიშნულია, ეს ტექსტები კომპანიის პოლიტიკას არ ეწინააღმდეგება.

ხამენეიმ ისრაელს კიბო უწოდა, რომელიც უნდა განადგურდეს.

წყარო

loading...
Next Post

პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

გაზიარება loading... Loading... პროკურატურამ სახელმწიფოს […]