შაქარაშვილის საქმის მოწმე ბილანიშვილმა დნმ-ის ნიმუში ჩააბარა

geoinformer

loading...

Loading...

ავთანდილ ბილანიშვილმა, მეტსახელად კაწრომ, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით არის გამოკითხული, დნმ-ის ნიმუში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნებაყოფლობით ჩააბარა. ამის შესახებ მისი ადვოკატი ტელეკომპანია ფორმულასთან საუბრობს.

თამარ აბესაძის განცხადებით, ბილანიშვილთან დაკავშირებით ზედმეტი კითხვები რომ არ გაჩენილიყო, მან დნმ-ს ნიმუში ნებაყოფლობით ჩააბარა.

გამოძიებას აქვს ამის უფლებამოსილება, რომ პირი დაიბაროს და ნებაყოფლობით ჩააბარებინოს დნმ-ის ნიმუში. გამოძიება დაინტერესებულია ყველა იმ პირით, ვისზეც ეჭვი არის გამოთქმული. ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ იყოს კითხვები, არ იყოს გაურკვევლობა, არ იყოს სხვადასხვა ქალი ჟურნალისტის მიერ ჭორაობის დონეზე გამოთქმული ვარაუდი, რომ ავთანდილ ბილანიშვილი გარბის, ან კიდევ ვინმე ხელს აფარებს. არც პოლიციელი მფარველობს კაწროს, არც ქვეყნიდან არ გარბის და დნმ-იც ჩააბარა დღეს ნებაყოფლობით, რათა არ იყოს კითხვები მასთან დაკავშირებით, – განაცხადა თამარ აბესაძემ ფორმულასთან საუბრისას

loading...
Next Post

წყლის აუცილებლობა ორგანიზმში

გაზიარება წყალი არის სიცოცხლისთვის აუცილებელი, […]