Crew Dragon-ის ეკიპაჟი დედამიწაზე ბრუნდება

geoinformer

loading...
Crew Dragon

Loading...

Space-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon დედამიწაზე ბრუნდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ხომალდი, რომელსაც NASA-ს ასტრონავტები რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი მართავენ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს გუშინ, 1-ელ აგვისტოს გამოეყო.

Crew Dragon-ი დედამიწაზე ფლორიდის სანაპიროსთან დღეს, ადგილობრივი დროით 14:48 წუთზე უნდა დაეშვას. მიუხედავად იმისა, რომ ატლანტის ოკეანეში ქარიშხალი „ისაია“ წარმოიქმნა, NASA-მ ფრენა არ გადადო. სპეციალისტების თქმით, ხომალდი „უსაფრთხო ტრაექტორიით“ მოძრაობს და სტიქია მას არ დააზიანებს.

ბოლო 45 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ამერიკელი ასტრონავტები ოკეანეში საკუთარი ხომალდით დაეშვებიან.

30 მაისს SpaceX-მა პირველად გააგზავნა ასტრონავტები კოსმოსში თავის ხომალდ Crew Dragon-ით. ეს პირველი შემთხვევა იყო ისტორიაში, როცა ფრენა კერძო კომპანიამ განახორციელა.

წყარო

loading...
Next Post

რაჭაში სტიქიის შედეგად ჩამოშლილ გზის მონაკვეთებზე დროებითი გზების მოწყობა გრძელდება

გაზიარება loading... Loading... ამ დროისთვის, […]