სახლში შეუვარდა ჩემს შვილს, ქალბატონი აინტერესებდა – რატომ დაჭრეს თოფაძს შვილიშვილი

geoinformer

loading...

Loading...

გოგი თოფაძის შვილიშვილი სავარაუდო დამნაშავეს შორდან იცნობდა.

როგორც თოფაძე აცხადებს, დილის 5:00 საათზე დაჭრეს, სახლში შემოუვარდნენ ჩემს შვილს. ჩემთან სახლში მე-4 სართულზე, ჩემი შვილიშვილის სტუმრები იყვნენ, გოგოებიც ჰყავდათ, ბიჭებიც, ქეიფობდნენ, შემოვარდა ის კაცი. მანამდე დაურეკა ერთ-ერთს, ქალს, რომელიც ჩვენთან იყო, რაღაც აინტერესებდა ეტყობა.

ეს ადამიანი, ვინც ჩემი შვილიშვილი დაჭრა, არ იყო სტუმარი, დაურეკა ერთ-ერთ სტუმარს, ეს არისო მანდო? კი, ჩვენ ვართო და გამოვარდა, ეზოდან შემოვიდა. ამ პიროვნებას მგონი ჩემი შვილიშვილი შორიდან იცნობდა, მაგრამ იმას აინტერესებდა აქ სხვა, ქალბატონი აინტერესებდა, ამიტომ გააკეთა ეს ყველაფერი – არ ვიცი, ასე მეუბნებიან მაგის ნაცნობები და მეგობრები.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც უშუალოდ თოფაძე დაჭრა, არის ზურა ჟვანიას შვილი.

“პრაიმტაიმის” კითხვაზე ამბობენ ზურაბ ჟვანიას შვილიაო, თოფაძემ უპასუხა არ ვიცი გენაცვალე, ვერაფერს ვერ გეტყვი. მე იმას არ ვიცნობ, მაგრამ ითქვა თითქოს ზურაბ ჟვანიას შვილი დაესხა თავს ჩემს შვილიშვილს.

loading...
Next Post

(ვიდეო)-ერთ-ერთმა სტუმარმა დაურეკა ეს მანდ არისო?... 4 ჭრილობა აქვს, უგონოდ არის - გოგი თოფაძე ინცინდენტის დეტალებზე

გაზიარება loading... Loading... თბილისში, საკუთარ […]