თოფაძეების ოჯახის ადვოკატის განცხადებით, დაჭრილი ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

geoinformer

loading...

Loading...

საკმაოდ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე ერთადერთი ინფორმაცია გაგვაჩნია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ მძიმე იყო, ამის შესახებ თოფაძეების ოჯახის ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც მან იცის, ბიზნესმენის შვილიშვილს ჭრილობა ფილტვისა და კისრის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით გარემოებების შესახებ ინფორმირებული არ რის.

ამ ეტაპზე ერთადერთი ინფორმაცია გაგვაჩნია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა იყო მძიმე. როგორც ვიცი, ცივი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა ფილტვის არეში და კისერში. თავდამსხმელზე ინფორმაციას არ ვფლობ. არც სახელი და გვარი ვიცით. მეორეზეც ვერანაირი წარმოდგენა ვერ გვექნება. მომხდართან დაკავშირებით დააკავეს თუ არა ვინმე, არც ის ვიცი. რა ვითარებაში დაჭრეს და საქმის სხვა გარემოებების შესახებ ამ დროისთვის ვიდრე დაზარალებულად არ გვცნობენ, ინფორმაცია არ გაგვაჩნია,- განაცხადა ანთაძემ.

loading...
Next Post

ეს უნდა იცოდეთ: 9 სახის ტკივილი, რომელიც სხეულის სულ სხვა ნაწილში არსებულ პრობლემზე მიგვითითებს

გაზიარება loading... Loading... ტკივილსა და […]