ბებიას ვიღაცამ ამბავი გადასცა და ის გაიმეორა – რას ამბობს ოჯახის ახლობელი ნაზი მეზვრიშვილის მკვლელობაზე

geoinformer

loading...

Loading...

ესპანეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის დეიდა, სხვა ემიგრანტის მხრიდან, გოგონაზე განხორციელებული მუქარის ვერსიას არ ადასტურებს.

მანანა იობაშვილის ინფორმაციით, გოგონას სიკვდილის გარემოებებზე, ბევრი ვარაუდი გავრცელდა, რომელთაგან სიმართლეს არცერთი შეესაბამება.

ბევრი ეჭვი გამოითქვა, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. ბებიას ვიღაცამ ამბავი გადასცა და ის გაიმეორა. ეგ რომ სიმართლე იყოს, აქამდე მოკიდებოდა პოლიცია ხელს. ვალენსიის სამართალდამცავები იძიებენ ამ ამბავს და ალბათ გაარკვევენ. ჯერ დაზუსტებული არაფერი არ არის, განაცხადა იობაშვილმა.

ნაზი მეზვრიშვილი ესპანეთში, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ის მოხუცის მომვლელად მუშაობდა და იქვე ცხოვრობდა.

ოჯახი ემიგრაციაში სექტემბრის თვეში წავიდა. ესპანეთში წასვლამდე, გარდაცვლილი, მეუღლესთან და უფროს შვილთან ერთად, წეროვანის დასახლებაში, ცხოვრობდა.

loading...
Next Post

უკრაინამ საქართველო და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა

გაზიარება loading... Loading... უკრაინამ საქართველო […]