საინტერესო ფაქტები რომანოვების დინასტიის შესახებ.

geoinformer

loading...
image

Loading...

რომანოვებს ჰქონდათ ზოგადი ლეგენდა, რომლის თანახმად, მათი წინაპარი ანდრეი “კობილა” რუსეთში ჩავიდა პრუსიიდან XIV საუკუნის დასაწყისში. ივანე მრისხანეს ერთ-ერთი ცოლი ამ ოჯახის წარმომადგენელი, ანასტასია რომანოვნა ზახარიინა იყო, რომლის წყალობითაც ისინი სამეფო კარს დაუახლოვდნენ. და რურიკის დინასტიის შეწყვეტის შემდეგ მათ გარკვეული უფლებები მიიღეს რუსეთის სამეფო ტახტზე.
რომანოვების პირდაპირმა შტომ არსებობა შეწყვიტა 1762 წელს, პეტრე I- ის ასულის, უშვილო იმპერატორის, ელიზავეტა პეტროვნას გარდაცვალების შემდეგ.
ტახტზე რომანოვების ოჯახის პირველი წარმომადგენელი იყო მიხაილ ფედოროვიჩ რომანოვი, რომელიც არჩეულ იქნა მეფედ ზემსკის ტაძარში 1613 წლის თებერვალში. იმ დროისთვის ახალგაზრდა მეფე მხოლოდ 16 წლისა იყო. ითვლება, რომ რომანოვები 1917 წლამდე მართავდნენ რუსეთს, მაგრამ ეს ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს. 1761 წლიდან, მმართველები მამრობითი ხაზით იყვნენ გერმანიის ჰოლშტეინ-გოტორპის( იგივე ოლდენბურგები) დინასტიის წარმომადგენლები.ამის მიუხედავად, 1913 წელს, რუსეთში გაიმართა დღესასწაული რომანოვების დინასტიის 300 წლისთავის აღსანიშნავად. საინტერესო დამთხვევაა, 1613 წელს, როდესაც ტახტზე აირჩიეს მიხაილ რომანოვი, ის და მისი დედა, მონაზონი მართა, იმყოფებოდნენ კოსპრომის მახლობლად, იპატიევის მონასტერში. და 1918 წლის 16-17 ივლისის ღამეს სამეფო ოჯახი დახვრიტეს ეკატერინბურგში ინჟინერ იპატიევის სახლის სარდაფში. ეს სახლი არ არის შემორჩენილი დღემდე, იგი დაანგრიეს 1977 წლის სექტემბერში.გადაწყდა, რომ სახლი უცხოელი ტურისტების ზედმეტ ყურადღებას იპყრობდა.

რომანოვების მმართველობის დროს მოხდა ძალიან ბევრი უცნაური დამთხვევა. მეფედ კურთხევისას მიხაილ ფედოროვიჩ რომანოვს მოუხდა 23 საფეხურის გავლა ტახტზე ასასვლელად. ამდენივე გაიარა უკანასკნელი იმპერატორის ოჯახმა იპატიევის სახლის სარდაფისკენ, სადაც ისინი დახვრიტეს. მართავდა ნიკოლოზ II 1894 წლიდან 1917 წლამდე. გამოდის 23 წელი.
მომავალი იმპერატორი ალექსანდრე II დაიბადა 1818 წლის 17 აპრილს. იწინასწარმეტყველეს, რომ იგი იქნებოდა ძლიერი და სახელგანთქმული, მაგრამ მოკვდებოდა ” წითელ ჩექმებში” წინასწარმეტყველება ახდა 1881 წელს: ტერორისტმა იგნატი გრინვიცკიმ იმპერატორს ფეხებში ბომბი შეუგდო.ალექსანდრე II-ს ფეხები მუხლებამდე მოსწყდა, მისი გადაყვანა მოხდა ზამთრის სასახლეში სადაც იმპერატორი გარდაიცვალა.
რომანოვების საგვარეულო გერბი დამტკიცდა მხოლოდ ალექსანდრე II- ის მეფობის დროს, 1856 წელს.

image
აქამდე რომანოვები იყენებდნენ რუსეთის სახელმწიფო გერბს – ორთავიანი არწივი. რომანოვებისთვის ახალი გერბი შეიმუშავა ცნობილმა ჰერალდიკოსმა და ნუმიზმატიკოსმა ბორის ვასილიევიჩ კონემ. რატომ იყვნენ რომანოვები საკუთარი გერბის გარეშე ამდენი ხნის განმავლობაში? ალბათ ორთავიანი არწივით სურდათ ხაზი გაესვათ რურიკოვიჩებთან კავშირზე და მათთან ერთად ბიზანტიის იმპერატორებთან ნათესაობაზეც. 1613 წელს, ბევრმა მშვენივრად გაიაზრა, რომ ახალგაზრდა მიხაილი სულაც არ იყო ტახტის დაკავების ყველაზე ღირსეული კანდიდატი.
რომანოვების დინასტიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი იყო პეტრე I პეტრე დიდის მეფობის დროს გავრცელებული იყო ჭორები იმის შესახებ, რომ მისმა დედამ, ნატალია ნარიშკინამ გააჩინა ქალიშვილი და არა ვაჟი. შეეშინდა რა მეუღლის რისხვის, მეფე ალექსეი მიხაელოვიჩის, დედოფალმა გადაწვიტა ბავშვი შეეცვლა და ახალშობილი წაიმოიყვანა გერმანული დასახლებიდან, რომელიც მოსკოვთან ახლოს მდებარობდა. ამით ხსნიდნენ პეტრეს მიდრეკილებას ყოველივე უცხოსადმი, რასაც მისი უცხოური ფესვებით აიხსნება.
1722 წელს პეტრე დიდმა გააუქმა ძალაუფლების გადაცემის უძველესი ჩვეულება მამრობითი სქესის შთამომავლებისთვის. მოქმედი იმპერატორის ნებით, მემკვიდრე შეიძლება გამხდარიყო ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა ძლიერი იყო მისი ნათესაობითი კავშირი სამეფო ოჯახთან თუ არა. გასაკვირი არ არის, რომ თავად პეტრეს გარდაცვალების შემდეგ, რუსეთი დიდი ხნით ჩაიძირა სისხლისმღვერლ გადატრიალებებში. პეტრეს ბრძანებულება გააუქმა პავლე პირველმა 1797 წელს. ძალაუფლების გადაცემის ძველ წესრიგს დაუბრუნდნენ.
რომანოვების მმართველობა დასრულდა 1917 წლის 2 მარტს. ამ დღეს იმპერატორმა ნიკოლოზ II- მ ხელი მოაწერა მანიფესტს გადადგომის შესახებ, თავისი უმცროსი ძმის , მიხაილის სასარგებლოდ, მაგრამ მეორე დღეს მან ასევე დათმო ძალაუფლება. ოციანი წლების დასაწყისში, ბევრმა რუსმა ემიგრანტმა განაცხადა, რომ ნიკოლოზ II-ის გადადგომის მანიფესტს არ ჰქონდა იურიდიული ძალა.მას, რა თქმა უნდა, შეეძლო ტახტზე უარი ეთქვა, მაგრამ მას ამის უფლება არ ჰქონდა თავის მემკვიდრესთან, შვილ ალექსესთან მიმართებაში. ნიკოლოზ II-მ გადასცა ტახტი ძმას და არა შვილს.

0

loading...
Next Post

მაშველებმა თუშეთში, ცხენიდან გადმოვარდნილ მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს

გაზიარება loading... Loading... ახმეტის მუნიციპალიტეტის […]