მაშველებმა თუშეთში, ცხენიდან გადმოვარდნილ მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს

geoinformer

loading...

Loading...

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოში 25 წლის მოქალაქემ ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად ხეულის დაზიანებები მიიღო. მას დახმარება მაშველებმა აღმოუჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიუტაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად,

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოში 25 წლის მოქალაქემ ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანებები და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

თუშეთის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, ექიმის თანხლებით, პაციენტი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

loading...
Next Post

თბილისში დააკავეს მელა,რომელიც ფეხსაცმელებს და ტანსაცმელს იპარავდა

გაზიარება loading... თბილისში, კერძოდ ვაკის […]