3 რჩევა იმისთვის, რომ ნიღბის ტარებისას სათვალე არ დაიორთქლოს

geoinformer

loading...

Loading...

ნიღაბი კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ყოველდღიურობის შეუცვლელი ატრიბუტი, სამედიცინო ნიღბის ტარებისას კი სათვალე ინტენსიურად იორთქლება, რაც არა მხოლოდ მოუხერხებელი, არამედ, მაგალითად – მძღოლებისთვის, საფრთხის შემცველიც არის.

როგორც ჩანს, დაორთქლილი სათვალისგან მომდინარე საფრთხე გაითვალისწინა ტოკიოს პოლიციის დეპარტამენტმა და ასეთი რჩევები გაავრცელა:

მაშ ასე, სამედიცინო ნიღბით ყოფნისას სათვალე რომ არ დაგეორთქლოთ, ტოკიოს პოლიცია 2 რჩევას იძლევა:

რჩევა №1

სანამ ნიღაბს აიფარებთ, ნიღბის კიდე შიდა მხარეს გადმოკეცეთ;

რჩევა №2

ნიღაბს იმ ადგილას, რომლითაც ცხვირს ედება, ნატურალური ქსოვილის პატარა ნაჭერი დაატანეთ.

შედეგად, გადმოკეცილი კიდე ან დატანებული ქსოვილის ნაჭერი ამოსუნთქულ თბილ ჰაერს შეაჩერებს და სათვალე აღარ დაიორთქლება.

ჩვენგან ბონუსად კიდევ ერთი მარტივი რჩევა, რომელიც იმავე პრინციპით მოქმედებს:

ნიღბის ზედა კიდეზე „ჩამოაცვით“ სამზარეულოს ხელსახოცი, (რა თქმა უნდა, სუფთა). ხელსახოციც ასევე ეფექტურად შეისრუტავს ამოსუნთქულ თბილ ჰაერს.

სათვალე კი აუცილებლად და ყოველთვის ნიღბის ზემოდან უნდა მოექცეს.

loading...
Next Post

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

გაზიარება loading... Loading... რას გვირჩევენ […]