7 რამ რაც ხელს გვიშლის ცხოვრებით ტკბობაში

geoinformer

1. ყველას მოვაწონოთ თავი
ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, რის გამოც ეს ქმედება უსარგებლოა, მაგრამ ყველაზე მთავარი მიზეზი ის არის რომ, თქვენ ვერ იქნებით ბედნიერი საკუთარი თავის იმად წარმოჩენით, როგორიც რეალურად არ ხართ. ყველას ვერ მოეწონებით, რადგან თითოეულ ადამიანს განსხვავებული რამ უნდა თქვენგან. კითხვა, რომელიც რეალურად საკუთარ თავს უნდა დაუსვათ: რა გსურთ თქვენ?
ადამიანები, რომლების სიამოვნებასაც ცდილობთ ქმედებების შედეგებს თქვენთან ერთად ვერ განიცდიან, როგორი ახლობლებიც არ უნდა იყვნენ. არასწორი გადაწყვეტილების ტვირთს არავინ აიღებს თქვენთან ერთად. თუ ყოველთვის ცდილობთ ვინმეს ასიამოვნოთ, ვერ შეძლებთ ცხოვრებით დატკბობას.
2. ნებართვის მოლოდინი

Loading...

თუ იცით, რომ ვიღაც არ მოგცემთ ასე ვთქვათ “კურთხევას” თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, ნუ მიხვალთ მასთან. ჯერ გააკეთეთ და შემდეგ თუ ეს გჭირდებათ, ბოდიში მოიხადეთ. უნდა იყოთ თამამი. “გააკეთე ის, რაც ბედნიერს გხდის. ფოკუსირდი იმაზე, რაც სიხარულს განიჭებს. იცხოვრე საკუთარი თავისთვის. შენ მნიშვნელოვანი ხარ! შენ იმსახურებ ბედნიერებას!”–სტეფან ლაპარდი

loading...
image

3. შესაფერისი მომენტის ლოდინი
სწორი მომენტის დალოდების პრობლემა ის არის, რომ იგი არასდროს დგება. გაივლის კვირა, შემდეგ თვეები და წლებიც, მაგრამ ყოველთვის იპოვით საბაბს გადადებისთვის. შემდეგ კი ინანებთ ლოდინს. ახლა შესაფერისი მომენტია. ბედნიერებას ვერ იპოვი, ის უნდა შექმნა. თუ იმოქმედებთ წლების შემდეგ ბედნიერი იქნებით ნაბიჯების გადადგმის გამოც კი. რა თქმა უნდა შეიძლება ყველაფერი გეგმის მიხედვით არ აეწყოს, მაგრამ როგორც მარკ ტვენმა თქვა, “20 წლის შემდეგ იმედგაცრუებას გაგრძნობინებთ გადაუდგმელი ნაბიჯები. ის რაც არ გააკეთეთ და არა ის, რაც გააკეთეთ.
4. საკუთარი თავის სხვებთან შედარება
საკუთარი თავის სხვებთან შედარების ერთ-ერთი “უკუჩვენება” ის არის, რომ შეიძლება მათზე წარმატებული აღმოჩნდეთ, გაჩერდეთ და წინსვლა შეწყვიტოთ. რა თქმა უნდა შეჯიბრი აუცილებელია, მაგრამ შენი მეტოქე უნდა იყოს საკუთარითავის გუშინდელი ვერსია. წარმატებული იქნები იქამდე, სანამ მიისწრაფი გააკეთო გუშინდელზე უკეთესად. “ყვავილი არ ფიქრობს კონკურენცია გაუწიოს სხვა ყვავილებს, რომლებიც გარშემო არიან, ის უბრალოდ ყვავის.”–ზენ შინი
5. არასერიოზული დამოკიდებულება თვითგანათლების მიმართ
ჯიმ რონმა თქვა: “ფორმალური განათლება პურს მოგცემთ, თვითგანათლება კი გაგამდიდრებთ.” სკოლებში არ გვასწავლიან ცხოვრების წესს, რომელიც თავისუფლებას მოგვცემს. არ ისწავლება მიზნების დასახვა. მშობლები არ გვასწავლიან როგორ გავხდეთ ფინანსურად დამოუკიდებლები. ამი სასწავლად უამრავი წიგნი და რესურსი არსებობს. ცოდნა ძალაა, ამიტომ ზოგადი განათლების გარდა აუცილებელია თვითგანვითარება და თვითგანათლება.
6. წარუმატებლობის შიში
ბევრს ეშინია მარცხის, წარუმატებლობას ცუდად მიიჩნევს. მაგრამ ნებისმიერი წარუმატებლობა გამოცდილებაა, რომელიც საუკეთესო მასწავლებელია. გასწავლით ყველაფერს, რაც წარმატების მისაღწევად გჭირდებათ. მომდევნო წარუმატებლობის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ წარსულ შეცდომებზე სწავლობთ. თქვენ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ შიშს და ისწავლოთ გამოცდილებიდან, გახდეთ უფრო ჭკვიანი.
7. უარი მედიტაციაზე
ზოფი ფიქრობს, რომ მედიტაციისთვის დრო არ აქვს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მედიტაცია ამძლავრებს ყურადღებას, ზრდის კონცენტრაციას, ამცირებს სტრესს, ანელებს დაბერებას, აუმჯობესებს თავის ტვინის სტრუქტურას, ათავისუფლებს დეპრესიისგა და ხელს უწყობს დამოკიდებულებისგან განკურნებას, თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ დრო მედიტაციისთვის.
და არ დაგავიწყდეთ შემდეგის გაკეთება…
თავად განსაზღვრეთ წარმატების მნიშვნელობა. არც ერთ არსებულ ცნებას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ყველასთვის ინდივიდუალურია. ერთადერთი ისაა მნიშვნელოვანი, იცოდეთ რა გსურთ ცხოვრებისგან. რას ნიშნავს თქვენთვის ბედნიერება? წარმატება? გამოიყენეთ პასუხი გეგმის შედგენისთვის და როდესაც სერიოზული გასაწყვეტილების მიღების წინაშე იქნებით, ჰკითხეთ საკუთარ თავს – გაახლოებთ, თუ გაშორებთ ეს ქმედება თქვენს მიზანთან?

0

loading...
Next Post

(ვიდეო)-“ბაბუაჩემის პროთეზი მოიპარა“ - ცელქი ჯერის პატრონი სახალისო კადრებს აქვეყნებს

გაზიარება loading... Loading... “ბექა შავლაძის […]