კაცმა ან უნდა დაირწმუნო თავი საკუთარ წარმატებაში, ან ამის ჩვევა გამოიმუშაო

geoinformer

loading...
image

Loading...

“კაცმა ან უნდა დაირწმუნო თავი საკუთარ წარმატებაში, ან ამის ჩვევა გამოიმუშაო. უპირველეს ყოვლისა, არ არსებობს წარმატება რაღაც იდუმალების გარეშე…
აუცილებელია, რომ ნებისმიერ გეგმაში, მოქმედების გეზსა თუ სულისკვეთებაში რაიმე ისეთი ნიშანი იმალებოდეს, სხვები რომ ვერ ხვდებიან ან თავსატეხად რომ გამოუჩნდებათ. ცხადია, საამისოდ სპილოს ძვლის კოშკში არ უნდა გამოიკეტო და ხელქვეითთათვის მიუწვდომელი არ უნდა დარჩე – პირიქით, სხვათა სამართავად აუცილებელია მუდმივად გხედავდნენ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შენც თითოეულ მათგანს ხედავ და ამჩნევ, თუმცა იდუმალება – მოულოდნელად გაკვირვების ეს შესაძლებლობა მაინც სულ უნდა შეინარჩუნო.
ისე არაფერი უწყობს ხელს პატივისცემის დამსახურებას, როგორც დუმილი. ლაპარაკი ყოველთვის ფიქრის შეფერხებაა, შემაღლების კლება, ანუ – აქეთ იქით მიდებ-მოდება, როცა საქმე ერთ მუშტად შეკვრას ითხოვს. სახარებისეულ სრულყოფილებას სხვებზე ბატონობისკენ არ მივყავართ… მოქმედების მოყვარული კაცი ვერაფერს მიაღწევს თავკერძობის, სიამაყის, სიმტკიცისა და შეუპოვრობის გარეშე, ოღონდ ყველაფერი ეს მხოლოდ დიად საქმეთა აღსასრულებლად უნდა გამოიყენოს!”

ფრანგი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწის, საფრანგეთის პრეზიდენტის (1959-1969) შარლ დე გოლის გენიალური სიტყვები.

0

loading...
Next Post

(ვიდეო)-პატარძლები პარლამენტთან აქციას მართავენ - რას არის მათი მოთხოვნა?

გაზიარება loading... Loading... პარლამენტთა საპროტესტო […]