საინტერესო ფაქტები რაინდების შესახებ

geoinformer

loading...
image

Loading...

სიტყვა “რაინდი” გერმანულიდან მოდის. Ritter, რაც თავდაპირველად “მხედარს” ნიშნავდა. რაინდობა, როგორც საზოგადოების ფენა, ფრანკებს შორის გაჩნდა VIII საუკუნეში, სახალხო ქვეითი არმიიდან ვასალურ ცხენოსან არმიაზე გადასვლასთან ერთად. თავდაპირველად რაინდი შეიძლებოდა გამხდარიყო ნებისმიერი ფერმერი, რომელსაც ჰყავდა ცხენი და ჰქონდა ამუნიცია, მხოლოდ რამდენიმე ასწლეულის შემდეგ რაინდის ტიტულის გადაცემა დაიწყო მემკვიდრეობის გზით. მოგვიანებით, მწერლები და ბარდები პოეტიზირებდნენ დახვეწილ რაინდობას სამეფო კარზე, მაგრამ რეალობა სრულიად სხვაგვარი იყო.
სად ცხოვრობდნენ რაინდები? რა თქმა უნდა, ლამაზ და მიუწვდომელ ციხე-სიმაგრეებში! ეს სიმაგრეები, შეიძლება, მართლაც იყო მოუწვდომელი, მაგრამ მათ სილამაზეზე საუბარი ზედმეტია. საშუალო რაინდის ციხე-სიმაგრე ჰგავდა ბეღელს და ნეანდერტალელის საცხოვრებელს! ციხე-დარბაზების შიდა ეზოებში დასეირნობდნენ ღორები და სხვა შინაური ცხოველები, ირგვლივ მიმოფანტული იყო ნაგავი და ექსკრემენტები. ოთახებს სანათებით ანათებდნენ და არა ლამაზი ჩირაღდნებით, როგორც ჰოლივუდის ფილმებშია ნაჩვენები.

image

მოკლული ცხოველების ტყავი აქა-იქ ეკიდა კედლებზე. რით არ ჰგავს პირველყოფილი ადამიანის გამოქვაბულს?
კინემატოგრაფია და ლიტერატურა ამტკიცებს, რომ რაინდები იყვნენ სუსტებისა და დაუცველების მფარველები. სინამდვილეში, ისინი ყაჩაღები იყვნენ და ყველას ძარცვავდნენ, ვინც მათი ხედვის არეალში ხვდებოდა. მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, რომლებიც რაინდებს ეკუთვნოდნენ, ცეცხლივით ეშინოდათ თავიანთი ბატონებისა. აბჯრიანი ფეოდალები ხომ ძარცვავდნენ მათ, ართმევდნენ არსებობისთვის აუცილებელ მარაგს – მაგალითად, მარცვლეულის რეზერვებს. რაინდები არ იზარებდნენ უბრალო გზის ძარცვასაც.
ნებისმიერი შუასაუკუნოვანი რაინდი, თანამედროვე ადამიანში დაუოკებელ სიცილს-ხარხარს გამოიწვევდა ცხენიდან, რომ ჩამოსულიყო. კაცის სიმაღლე ხომ 160 სმ-ს არ აღემატებოდა.
რაინდებს არც ლამაზი გარეგნობა ჰქონდათ. იმ დროს ყვავილის დაავადება ძალიან გავრცელებული იყო. ამ დავადების შემდეგ კი, როგორც მოგეხსენებათ თვალისთვის არასასიამოვნო კვალი რჩებოდა.
რაინდები არ იპარსავდნენ წვერს და ძალიან იშვიათად იბანდნენ. მათი თმა იყო ტილებისა და რწყილების სანაშენე ადგილი, ხოლო წვერები ნაგვის გროვად იყო ქცეული წარსული სადილების დამსახურებით. რაინდს პირიდან ნივრის სუნი ამოსდიოდა, რომლითაც ის კბილების ლპობით გამოწვეულ სუნს ანეიტრალებდა. რაინდების უმრავლესობა იყო წერა-კითხვისა და მანერების უცოდინარი. ვინაიდან დროის დიდი ნაწილი სამხედრო მეცნიერებას, ძარცვას, სიმთვრალესა და სხვა მნიშვნელოვან საქმეებს ეთმობოდა.
ისნი ძალიან ცუდად იქცეოდნენ ქალებთან. უბრალო გლეხებს პირველივე შესაძლებლობისთანავე მიათრევდნენ თვის ზვინისკენ. მიჯურთან თავაზიანად იქცეოდნენ მანამ, სანამ ის ცოლად არ გაჰყვებოდა. ამის შემდეგ ხშირად სცემდნენ და სხეულის დაზიანებებსაც კი აყენებდნენ მათ. ხანდახან ერთმანეთსაც კი ართმევდნენ ქალებს, რათქმაუნდა, ამ უკანასკნელების ნებართვის გარეშე.
გერმანიის იმპერატორმა ფრედერიკ ბარბაროსამ და მაშინდელმა პაპმა ურბანმა წერტილი დაუსვეს რაინდების თავგასულ საქციელს. მას შემდეგ, რაც წამოიწყეს პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა « უფლის საფლავის შემმუსვრელ ურჯულოთა წინააღმდეგ» ქრისტიანი ძმების მკვლელობისა და ძარაცვას საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება ჯობდა. (პაპის აზრით, რათქმაუნდა) რაინდებმა ყური დაუგდეს ამ მოწოდებას, მაგრამ მისი წყალობით კეთილშობილნი ნაკლებად გახდნენ.
ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებამ და რეგულარული არმიის შექმნამ შუას აუკუნების ბოლოს, ფეოდალური რაინდობა პოლიტიკურ საზოგადოებად გადაკეთა
ძვირფასო გოგოებო, თქვენი რჩეული არ ჰგავს რაინდს? მადლობა ღმერთს!

რა იცით ტამპლიერებზე?
მათ დაიწყეს, როგორც არაორგანიზებულმა ჯგუფმა, მაგრამ საბოლოოდ გავლენიან და საშიშ ძალად იქცნენ. მაგრამ ვინ არიან ეს იდუმალი რაინდები? დღესდღეობით ადამიანების უმეტესობა, როდესაც ესმით სიტყვა – “ტამპლიერი” (Templar), პირველ რიგში ფიქრობს “ცუდ ბიჭებზე”კომპიუტერული თამაშიდან ” Assassin’s Creed” ან საშიშ

0

loading...
Next Post

რა იცით ტამპლიერებზე ?

გაზიარება loading... Loading... მათ დაიწყეს, […]