ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაუწყებლობა არ გაჩერდეს – პაატა სალია

geoinformer

loading...

Loading...

რუსთავი 2-ის თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, ტელეკომპანიაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა. არხის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, შენობაში ინფექციონისტებმა დაიწყეს მუშაობა და ამ დროისთვის 200-ზე ბიოლოგიური ნიმუში უკვე აღებულია, რომელიც კვლევაზე ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

ყველა თანამშრომლის ტესტირება ჩატარდება, დაახლოებით 200-ზე მეტი გაკეთებულია და გადაგზავნილია. პირველ რიგში გავაკეთეთ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების ტესტირება. უახლოეს საათებში, მაქსიმუმ ხვალ გვეცოდინება დღის განმავლობაში უკვე შედეგები პირველი ტესტირების. ამასობაში ვიგეგმებით კომპანიის მენეჯმენტი შემდგომ მოქმედებებზე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ გაჩერდეს მაუწყებლობა, ამის საფრთხე არ არსებობს, ახლავე შემიძლია გითხრათ. თუმცა ვგეგმავთ იმას, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ყველა გადაცემა, პირველ რიგში საინფორმაციო სამსახური და “კურიერი” გავიდეს ეთერში ჩვეულ რეჟიმში. – განაცხადა პაატა სალიამ.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის თქმით, ტესტის პასუხებზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი იქნება სამაუწყებლო კომპანიის შემდგომი ნაბიჯები.

უმოკლეს დროში, რუსთავი 2-ის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში, როგორც გვირჩია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტმა, გავხსენით PCR ტესტის სამი წერტილი. სადღაც 24 საათში გვექნება პირველი რეზულტატები და იმის მიხედვით, რა შედეგიც გვექნება, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ იქნება თვითიზოლაციაში, ვინ დარჩება და იმუშავებს ცვლებში, – აცხადებს ირაკლი იმნაიშვილი.

loading...
Next Post

გიგა ოთხოზორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო - ირაკლი ჩიქოვანი

გაზიარება loading... Loading... გიგა ოთხოზორია […]