ახალი დასკვნა: გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები გარდაცვალებამდე 10-20 წუთით ადრე მიაყენეს

geoinformer

loading...

Loading...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თითქმის ექვსსაათიანი სასამართლო პროცესი დასრულდა. საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიაყენეს.

გამოკვლეული იქნა გიორგი შაქარაშვილის გვამზე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტებმა დაადგინეს დაზიანებების მიყენების მექანიზმი, დაზიანების მიყენების ხანდაზმულობა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დასკვნით დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებული იყო გარდაცვალებამდე უახლოეს პერიოდში, ექსპერტიზის დასკვნით დაკონკრეტდა ეს პერიოდი და ეს იყო გარდაცვალებამდე 10-20 წუთით ადრე, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

loading...
Next Post

რეგულარული ავიამიმოსვლა კიდევ გადაიდო - ამჯერად 1-ელ ნოემბრამდე

გაზიარება loading... Loading... საერთაშორისო რეგულარულ […]