YouTube-მა TikTok-ის ანალოგი შექმნა

geoinformer

loading...
Youtube Shorts

Loading...

YouTube-მა TikTok-ის ანალოგი – მოკლე ვიდეოების შექმნის და დამუშავების ფუნქცია YouTube Shorts აამოქმედა. განცხადება ამის შესახებ ვიდეოჰოსტინგის ბლოგზე გამოქვეყნდა.

Shorts-ის მეშვეობით მომხმარებელი 15-წამიანი ვიდეოების გადაღებას, მათი სიჩქარის შეცვლას და მუსიკალურად გაფორმებას შეძლებს. სერვისის ტესტირება უახლოეს დღეებში დაიწყება. ამ ეტაპზე Shorts-ით სარგებლობას მხოლოდ ინდოეთში, Android-ების მფლობელები შეძლებენ. მომავალში კი ფუნქცია სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი.

ივნისში ინდოეთში TikTok-ი და კიდევ 50-ზე მეტი ჩინური აპლიკაცია დაბლოკეს. ივლისში კი ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, TikTok-ს აშშ-ში ყველა აქტივის გასაყიდად ვადა 15 სექტემბრამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში სერვისს ბლოკირებით იმუქრებოდა. 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ TikTok-ის მფლობელმა ByteDance-მა კომპანია Oracle-თან საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმა.

წყარო

loading...
Next Post

თბილისში საერთაშორისო ფორუმი State and IT Eurasian Forum-ი პირველად გაიხსნა

გაზიარება loading... Loading... თბილისში, სასტუმრო […]