თბილისში საერთაშორისო ფორუმი State and IT Eurasian Forum-ი პირველად გაიხსნა

geoinformer

loading...

Loading...

თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი StrategEast State and IT Eurasian Forum-ი გაიხსნა, რომელიც ორი დღე გაგრძელდება.

ფორუმი თავს უყრის IT ინდუსტრიის ლიდერებს, მაღალი რანგის ამერიკელ, ევროპელ და რეგიონის ოფიციალურ პირებს, საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტებს, „Think Tank“-ებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და გლობალურ ტექ-ანტერპრენერებს.

COVID-19 პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ფორუმი იმართება უჩვეულო – ონლაინ და ოფლაინ ფორმატებით. მონაწილეთა ერთი ნაწილი ისაუბრებს სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიის დარბაზიდან, ხოლო მეორე ნაწილი, ვინც საქართველოში არ იმყოფება, ღონისძიებას ონლაინ კონფერენციის ფორმატით შემოუერთდება. ღონისძიების პირდაპირი ეთერი საშუალებას მისცემს თემით დაინტერესებულ აუდიტორიას ონლაინ ადევნოს თვალი ფორუმის მსვლელობას.

ფორუმი ორგანიზებულია აშშ-ში დაფუძნებული „StrategEast“ ცენტრის მიერ, რომელიც ყოველწლიურად თავს უყირის IT – საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესებულ სუბიექტებს. გასულ წელს ფორუმი უკრაინაში გაიმართა, ხოლო წელს ამ საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს.

წყარო

loading...
Next Post

ინდოეთში არქიტექტორებმა დააპროექტეს შენობა, რომლის ფასადიც ფოთლის ფორმის მზის პანელებით დაიფარება

გაზიარება loading... Loading... ინდოეთში არქიტექტორებმა […]