5 ყველაზე ძვირადღირებული ტილო და მოთხოვნადი რეპროდუქციები მსოფლიოს მასშტაბით

geoinformer

loading...
image

Loading...

მსოფლიოს მასშტაბით ცოტა ადამიანს თუ ნახავთ, ვინც ლეონარდო და ვინჩის, ვან გოგის, პოლ სეზანის, კლოდ მონესა და სხვა უდიდესი მხატვრების შესახებ არ იცის ან მათი შედევრების რეპროდუქციები, ქანვასები თუ უბრალოდ, ფოტოსურათები ერთხელ მაინც არ უნახავს.
მათი ორიგინალები კი ხელოვნებით გატაცებულმა კოლექციონერებმა, მუზეუმებმა ან სხვა სუბიექტებმა ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარად შეიძინეს და ახლა მათ კედლებს ამშვენებს.
მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ნახვადი ნახატებისა და ფრესკების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ლეონარდო და ვინჩი – „მონა ლიზა“

image

  • ვინსენტ ვან გოგი – „ვარსკვლავებიანი ღამე“

image

  • ლეონარდო და ვინჩი – „საიდუმლო სერობა“
  • მიქელანჯელო – „ადამის დაბადება“
  • ედვარდ მუნკი – „ყვირილი“

აღნიშნული ნახატებისა და ფრესკების რეპროდუქციები და ქანვასი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადია, თუმცა მათ არაფრით ჩამოუვარდება ფერმწერისა და გრაფიკოსის ვინსენტ ვან გოგის „მზესუმზირები“ და „ნუშის ყვავილობა“, იმპრესიონიზმის ფრანგი ფუძემდებლის „შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა“ თუ იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის ამადეო მოდილიანის ჟანა ებიუტერნის პორტრეტი და კუბისტისა და სიურრეალისტის პაბლო პიკასოს „გერნიკა“, რომელსაც ერთი შეხედვით იცნობ, თუ ვის მიერაა შესრულებული, იმის მიუხედავად, მხატვრობაში ერკვევი თუ ვერა.
ფერთა გამა, სიმეტრია, ხასიათი, ნაცნობი ხედები და ქუჩები, პეიზაჟები, რომელიც სამუდამოდ დაგვამახსოვრდა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად არსდროს გვინახავს და განუზომელი სიდიადე – ეს იმ მიზეზთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც გენიოსი მხატვრების ნამუშევრებით აღფრთოვანებას იწვევს, თუნდაც ხელოვნების ეს სფერო ზედაპირულად გესმოდეს.
ლუვრის მუზეუმის დაუსრულებელ რიგში დამთვალიერებლები რამდენიმესაათიან ფეხზე დგომასაც იმისთვის ითმენენ, რომ „მონა ლიზას“ აღიარებულ სიდიადეს ერთხელ მაინც შეავლონ თვალი, თუნდაც მისი მხატვრული ღირებულების შესახებ არაფერი გაეგებოდეთ. ბევრი იტყვის, რომ ეს ჩვეულებრივი სოციალური მოვლენაა და რეალურად, დამთვალიერებლების უმეტესობას არ ესმის, რატომ არის ეს შედევრი ასეთი პოპულარული, თუმცა ფაქტია, რომ მისი ნახვისას გრძნობ იმ სიდიადესა და რაღაც მიუწვდომელს, რაც მხატვარმა პორტრეტში ჩადო.
სასტუმროების, საცხოვრებელი სახლებისა თუ ოფისების კედლებზე ხშირად გვხვდება ვან გოგის ვარსკვლავებიანი ღამის კანვასები, რომელიც შენობაში შესვლისას ყურადღებას აუცილებლად იპყრობს. მე-19 საუკუნის ეს ნამუშევარი დღეს დაახლოებით 1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ნიუ იორკის ხელოვნების მუზეუმში ინახება.
რაც შეეხება ნამუშევრებს, რომელიც ყველაზე ძვირად გაიყიდა. 2019 წლის მონაცემებით, 5-ეული ასე გამოიყურება:

  • ლეონარდო და ვინჩი – „სალვატორ მუნდი“ – 450.3 მილიონი დოლარი

image

უილიამ დე კუნინგი – Interchange (ურთიერთგაცვლა) – 300 მილიონი აშშ დოლარი
პოლ სეზანი – „ბანქოს“ მოთამაშეები“ – შეფასებულია 250 მილიონი აშშ დოლარიდან 300 მილიონ აშშ დოლარამდე
პოლ გოგენი – „ნაფეა ფეა იპოიპო“ – დაახლოებით 300 მილიონ აშშ დოლარამდეა შეფასებული
ჯექსონ პოლოკი – Number 17A – 200 მილიონი აშშ დოლარი

image

იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე ძვირადღირებული და პოპულარული ნახატების მაღალმხატვრული ოსტატობით შესრულებული რეპროდუქციებიც საკმაოდ ძვირადღირებულია, ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა კანვასი ანუ დეკორატიულ ტილოზე ნახატის ბეჭდვა.
თავდაპირველად, კანვასი კომერციული ობიექტების ინტერიერის განუყრელი ნაწილი იყო, ახლა კი საცხოვრებელი სახლებისთვისაც ხშირად უკვეთავენ. იმისათვის, რომ კანვასი მაქსიმალურად იმეორებდეს მხატვრის მიერ გადმოცემულ ფერთა გამას და მნახველს არა ნაბეჭდის, არამედ ნახატის შთაბეჭდილებას უტოვებდეს, ხარისხიანი მასალით უნდა იყოს დამზადებული.
მნიშვნელოვანია, როგორც ტილო, ისე საბეჭდი მასალები იდეალურად შეირჩეს და დამზადებისას ყველა წესი მკაცრად დაიცვან. საქართველოში კანვასის ბეჭდვის საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო ტექნოლოგიით სტამბა „პრინტარეა“ გამოირჩევა, რომელიც ყველაზე პოპულარულ, მოთხოვნად ნამუშევრებს უმაღლესი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით ამზადებს.
„პრინტარეაში“ აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით, ყველაზე მოთხოვნადი კანვასების სიაში ვინსენტ ვან გოგის „ნუშის ყვავილობა“, „ვასკვლავიანი ღამე“, „მზესუმზირები“, კლოდ მონეს „შთაბეჭდილება, „მზის ამოსვლა“, გუსტავ კლიმტის „კოცნა“, ნიკო ფიროსმანის „აქტრისა მარგარიტა“ და სხვა ცნობილი გენიოსი მხატვრების კანვასებია, რომელთა შერჩევა და შეკვეთაც თავად სტამბის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
ხშირად, კანვასს სახლის დიზაინის მიხედვით არჩევენ. მაგალითად, ძველ თბილისურ მოტივებზე გადაწყვეტილ სახლში შეიძლება შეხვდეთ ნიკო ფიროსმანის კანვასს; თუ ინტერიერი მკრთალ ფერებშია გადწყვეტილი, შეიძლება, რომელიმე იმპრესიონისტის ან ესპრესიონისტის ხასხასა ფერები აცოცხლებდეს, რომელც ოთახში შესვლითანავე იქცევს ყურადღებას.
ამასთან, კანვასის დანახვისთანავე მიხვდებით, სახლის მესაკუთრეს რომელი ხელოვანი მოსწონს, როგორი გემოვნება აქვს მას, შესაბამისად, ეს ტრენდი ერთგვარად, თვითგამოხატვის საშუალებასაც წარმოადგენს.

0

loading...
Next Post

საფრანგეთში ორივე დაწესებულება, სადაც ბაჩალიაშვილმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ არის - დავით ფურცხვანიძე

გაზიარება loading... Loading... “ძალიან საინტერესო […]