იწყება თუ არა სკოლებში სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან – რა თქვა მთავარმა ინფექციონისტმა

geoinformer

loading...

Loading...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანა სასწავლო პროცეს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მომზადებული შეხვდება. მისი თქმით, თავის დროზე სასწავლო პროცესის ორი კვირით გადადება მართებული გადაწყვეტილება იყო. თენგიზ ცერცვაძე პირველ ოქტომბრიდან სასწავლო წლის დაწყების შემთხვევაში პრობლემები არ იქნება.

სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე რომ გადაიდო მართლზომიერი გადაწყვეტილება იყო. სკოლები ძალიან მოწყვლადი ადგილია, დახურული სივრცეა და ერთ ოთახში სასწავლო პროცესის დროს ბევრი ბავშვია. შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმ რეგულაციების დაცვა რომელიც გაწერილია, კერძოდ, სოციალური დისტანცირება და სხვა.

ჩვენთან ბავშვები უკვე მოწყურებულები არიან სწავლას და მობეზრდათ ონლაინ მეცადინეობა. პირდაპირ გეტყვით, პირადად მე არ ვარ დიდი მოტრფიალე ამ ონლაინ-რეჟიმში სწავლის. მიმაჩნია, რომ ცოცხალ, ადამიანურ ურთიერთობებს ვერაფერი შეცვლის და ყველა მოლოდინშია, რომ სწავლის ჩვეულებრივ პროცესს დაუბრუნდეს. მერწმუნეთ, ორი კვირით გადადება არაფერს შეცვლის. ყოფილა საქართველოს ისტორიაში შემთხვევები, როდესაც ყოველგვარი კოვიდის გარეშეც პირველ ოქტომბერს დაწყებულა სწავლა. ასე რომ, თუ პირველ ოქტომბერს დავიწყებთ სწავლის ნორმალურ პროცესს ამაში არაფერი იქნება ტრაგიკული, ყველაფერი იქნება კარგად და სწორად. პირველი ოქტომბრის შემდეგ თუ მოგვიწია გადადება ეს არ იქნება კარგი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ მოხდება, განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა თავისუფალ სივრცეში.

loading...
Next Post

ტრაგედია: მე-12 სართულის აივანზე ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო, შემდეგ თოკი გაწყდა და ცხედარი მეზობლის ტერასას დაეცა

გაზიარება loading... Loading... თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის […]