EU4Digital-ის მმართველი კომიტეტი: ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველო რეგიონში ლიდერია

geoinformer

loading...

Loading...

კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის მიერ ინიცირებული პროექტის – EU4Digital მმართველი კომიტეტის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა. სხდომა ევროკომისიის ორგანიზებით, COVID-19 პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. პროექტი EU4Digital ევროკომისიის მხარდაჭერით იმართება და ის ციფრულ სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, EU4Digital-ის ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, როგორებიცაა-ელექტრონული კომუნიკაციები, ნდობა და თავდაცვა, ელექტრონული ვაჭრობა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება, ელექტრონული ჯანდაცვა, და ელექტრონული უნარები. პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანება – EaPeReg და EU4Digital-ის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაქირავებული კომპანიები Ernt&Young და მსოფლიო ბანკი არიან ჩართულები.

მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა, როუმინგული ტარიფების შემცირება, სიხშირული სპექტრის ჰარმონიზაცია და ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარება, ფართოზოლოვანი სტრატეგიისა და ინფრასტრუქტურის ციფრული რუკა – სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს თემებს მოიცავს ელექტრონული კომუნიკაციების კომპონენტი.

თემატური დისკუსიის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში 5G-ის დანერგვის ხელშეწყობისა და განვითარების მნიშვნელობაზე ჩაატარა პრეზენტაცია.

ევროკომისიის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების კომპონენტი წარმატებით ხორციელდება, რაშიც EaPeReg-ის, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის როლი განსაკუთრებულია. კომუნიკაციების კომისია, როგორც EaPeReg-ის წევრი, პროექტში მისი დაწყების დღიდან აქტიურადაა ჩართული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის წარმატებაში. შეხვედრაზე სხვადასხვა ექსპერტის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციებით და განცხადებებით ცალსახად აღინიშნა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგიონში საქართველო ლიდერობს.

წყარო

loading...
Next Post

8 ქვეყანამ აშშ-ის თაოსნობით მთვარეზე რესურსების მოპოვების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

გაზიარება loading... Loading... 8 სახელმწიფომ […]