ვინ იყო მეღვინეთუხუცესი და რა როლს ასრულებდა ის ქართულ სამეფო კარზე?

geoinformer

შუა საუკუნეების საქართველოში მეღვინეთუხუცესი მეფის მეღვინეობას ხელმძღვანელობდა. მსგავსი თანამდებობა თავისი არსით უპრეცედენტოა. დასავლეთ ევროპაში მართალია, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მეფის ღვინოებზე ზრუნავდნენ, მაგრამ ესენი უბრალო მოხელეები იყვნენ. მათგან განსხვავებით ქართველი მეღვინეთუხუცესი ქართული სახელმწიფოებრიობის აღმასვლის ხანაში ძალიან გავლენიანი და ძლევამოსილი პირი იყო. მას არამარტო სამეფო კარზე ებარა მეფის მეღვინეობის საქმე და ემირჩილებოდა სამოხელეო აპარატი (პირის მეღვინე, საღვინის მუქიფი, საღვინის მოლარე და მეღვინენი), არამედ სერიოზული პოლიტიკური გავლენაც გააჩნდა. მე-12 საუკუნიდან ეს თანამდებობა თანდათან ძლიერდება, რაც საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე მიუთითებს.
ნიშანდობლივია და სულაც არ არის შემთხვევითი, რომ მეღვინეთუხუცესის თანამდებობის გაძლიერება საქრთველოს სახელმწიფოებრიობის ოქროს ხანას უკავშირდება, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელი და გამორიცხულია მევენახეობის და მეღვინეობის განვითარების გარეშე.

Loading...
loading...
Next Post

(ვიდეო)-უპრეცენდენტო შემთხვევა საქართველოში - 15 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გაზიარება loading... Loading... უპრეცენდენტო შემთხვევა […]