ფოთის რამდენიმე საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

geoinformer

loading...

Loading...

ფოთში 19 ოქტომბრიდან, პირველი, მეოთხე და მეხუთე საჯარო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია.

რაც შეეხება კიდევ ერთ, მე-12 საჯარო სკოლას, იქ ონლაინგაკვეთილები მხოლოდ ერთ დაწყებითი კლასს ჩაუტარდება.

სამინისტროს მივაწვდით ინფორმაციას, პირველი, მეოთხე და მეხუთე საჯარო სკოლების დისტანციურ სწავლაზე გადასვლის თაობაზე. მე-12 საჯარო სკოლაში კი მხოლოდ ერთი კლასი გადავა დისტანციურ რეჟიმზე, რადგან კორონავირუსი დაწყებითი კლასის მასწავლებელს დაუდასტურდა, განაცხადა გოჩა ქორქიამ.

loading...
Next Post

საქართველო კორონავირუსის გავრცელების კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა - ქვეყანა მსოფლიოში 91-ე ადგილს იკავებს

გაზიარება loading... Loading... ქვეყანაში ვირუსის […]