საქართველო კორონავირუსის გავრცელების კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა – ქვეყანა მსოფლიოში 91-ე ადგილს იკავებს

geoinformer

loading...

Loading...

ქვეყანაში ვირუსის მაჩვენებლები კრიტიკულ ზღვარს მოუახლოვდა. ოთხნიშნა მონაცემებით საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის, უკვე 91-ე ადგილს იკავებს. ახლა უკვე საფრთხე დედაქალაქშიც არის.

თბილისში კორონავირუსის გავრცელებამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასშტაბური სახე მიიღო. დაიხურა პირველი ექსპერიმენტული სკოლა, კოვიდინფქციის გამო დაიხურა 117-ე საჯარო სკოლაც. ვირუსი დადასტურდა 147-ე საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

“კურიერის” ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდათ შს სამინიტროს თანამშრომლებს. კერძოდ ზუგდიდში სამხარეო საპატრულო პოლიციის და მთავარ სამმართველოში რამდენიმე პირს.

ცხელი წერტილი ისევ აჭარის რეგიონია, სადაც დღეს კორონავირუსი ლაბორატორიულად 343 პირს დაუდასტურდა. საქართველოში დღეს კოვიდინფექციას 8 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი ასაკი 60-დან 88 წლამდე იყო.

loading...
Next Post

უკრაინელი ჟურნალისტები გიორგი გაბუნიას საქმეში მიხეილ სააკაშვილის როლზე საუბრობენ

გაზიარება loading... Loading... ობოზრევაწელმა მიხეილ […]