55-ე სკოლა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

geoinformer

loading...

Loading...

თბილისის 55-ე სკოლა განცხადებას ავრცელებს.

როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

55-ე სკოლის სასკოლო საზოგადოებას, მოგესალმებით,

ჩვენი სკოლის პირველკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდ ვირუსი. მშობლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ვირუსი მიმდინარეობს უსიმპტომოდ. მოსწავლე იმყოფება სახლში, თვითიზოლაციაში. თავს გრძნობს კარგად. დადასტურებული შემთხვევა ჯერჯერობით უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის საფუძველზე, მიღებულია გადაწყვეტილება: 1(ა) კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე – 28 ოქტომბრის ჩათვლით. დისტანციურ მომსახურებაზე გადავა რესურს ოთახიც. დისტანციურ სწავლებაზე ასევე გადავა 5(ა) კლასი, რომელიც პირველ ცვლაში სარგებლობდა აღნიშნული ოთახით.

ყველა რეკომენდაციით დანარჩენი კლასები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას.

გათვალისწინებული იქნება მშობლების სურვილიც, მათი შვილების დისტანციურ სწავლაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ცვლილებების შემთხვევაში ინფორმაციას მოგაწვდით მყისიერად და განვათავსებთ სკოლის გვერდზე.

ვუსურვოთ ჩვენს მოსწავლეს გამოჯანმრთელება. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას- წერია განცხადებაში.

loading...
Next Post

გალერია თბილისში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

გაზიარება loading... Loading... გალერია თბილისის […]