მენიუ დახურვა

რომელი სასმელები ამაღლებს ენერგიის დონეს: ის რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

მრავალი ადამიანი ზამთრის მოკლე დღებს ყავით იხალისებს. თუმცა ეს ყოველთვის ეფექტური და სასარგებლო არ არის. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე ალტერნატივას, რომლებიც თავისი გამამხნევებელი ეფექტით ყავას არაფრით ჩამოუვარდება.

როგორ ავიმაღლოთ შრომისუნარიანობა

1. კაკაო და ცხელი შოკოლადი

სამუშაო დღის მანძილზე ენერგიულად დამუხტვისთვის ძალიან სასარგებლოა ერთი ჭიქა კაკაო. კვების სპეციალისტები გვირჩევენ მას მივატანოთ მწარე შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით.

2. ჟენშენი

ტონუსის მოსამატებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჟენშენის მშრალი ფესვი, კაფსულები, ნაყენი და სხვადასხვა კონდიციები.

3. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის ერთი ჭიქა დილიდან დაგმუხტავთ ძალებით, რომელიც მთელი დღის მანძილზე გეყოფათ.

 

4. ელეუტეროკოკი

ის პოპულარულია სტუდენტებისთვის, როგორც ყურადღების მოკრებისა და დაღლილობასთან ბრძოლის საშუალება. ამიტომ მას უწოდეს ციმბირული ჟენშენი.

5. ციკორი

ციკორი ცნობილია, როგორც ვიტამინებით სავსე სასმელი და ყავის ეფექტური შემცვლელი, რადგან მას ჰგავს გემოთი და არომატით

6. ჭარხლის წვენი

მის მოსამზადებლად ერთ სუფრის კოვზ გამხმარ ჭარხალს ასხამენ მდუღარეს და დგამენ ხუთი წუთით.

7. სასმელი სტაფილოსგან

ეს სასმელი ძალიან ჰგავს ციკორს. გამხმარ სტაფილოს ასხამენ მდუღარე წყალს და დგამენ 4-6 წუთით.

 

8. ტოპინამბარი

მის მოსამზადებლად ტოპინამბურის ფესვებს ახმობენ, ფხვნიან  და შემდეგ ყავასავით ხარშავენ.

 

9. იმბირის ჩაი

იმბირი ხსნის ანთებას და ორგანიზმს უზრნველყოფს სასარგებლო ნივთიერებებით, ის ყავაზე მეტადაც ამხნევებს მას და გარდა ამისა გამოდევნის ზედმეტ ტოქსინებს და წვავს ზედმეტ კილოგრამებს. ზამთარში შეუცვლელი სასმელია.

 

10. გუარანა

გუარანას იღებენ სპორტსმენები წონის კლებისა და კუნთების გასაძლიერებლად. მისი ფხვნილი შეიცავს სტიმულატორებისა და ანტიოქსიდანტების მდიდარ სპექტრს.

 

დილით გაღვიძება ყავის გარეშეც შესაძლებელია. კამათი ყავის სარგებელსა და მავნებლობაზე არ წყდება. არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც პაციენტებს ყავას უნიშნავენ კიდეც. თუმცა გახსოვდეთ, რომ დღეში ხუთ ჭიქაზე მეტის დალევა არაფრით შეიძლება.

Loading...

მსგავსი სიახლეები