მენიუ დახურვა

ეს ყველაფერი ძველი ისტორიებია არასოდეს ბესელიას ამასთან პრობლემა არ ჰქონია ხიდაშელი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე

ეკა ბესელიას წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის წინააღმდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა დგას თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დაწყებული ომის უკან ქართული ოცნება და რატომ არავინ სჯის მათ, ვინც ადამიანებს უბინძურესი მეთოდებით აშანტაჟებს.

ქართული ოცნების 7 წლიანი მმართველობის პერიოდში იყო არაერთი ასეთი სკანდალი, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალით შანტაჟს უკავშირდებოდა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში გამოძიებამ დამნაშავეები ვერ გამოავლინა.

„ქართული ოცნების“ მხრიდან წარმოებულ ბინძურ კამპანიაზე საუბრობს თინა ხიდაშელიც. თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი ამბობს, რომ ფარული ჩანაწერებით ომი ოპონენტებთან ბრძოლაში ხელისუფლების პრიმიტიული კამპანიაა. თუმცა თინა ხიდაშელი აქცენტს გასულ წლებზე აკეთებს და ამბობს, რომ ასეთი მეთოდებით ბრძოლის წინააღმდეგი ეკა ბესელია არასდროს ყოფილა.

„სამწუხაროდ ეს ხელისუფლება აღმოჩნდა უპრეცედენტოდ წარმოუდგენლად ერთის მხრივ პრიმიტიული და მეორეს მხრივ ბინძური საკუთარ ოპონენტებთან ბრძოლაში. და მგონია რომ ძალიან მარტივი მიზეზი აქვს ამას. როდესაც არ გყოფნის არც ინტელექტი, არც პატიოსნება, არც პროფესიონალიზმი, არც კვალიფიკაცია შემდეგ ხდები აი ასეთი პრიმიტიული. ეს ყველაფერი ძველი ისტორიებია მურუსიძიდან დაწყებული, გაგრძელებული აი ამ შანტაჟის კადრებით  რომელიც არის აქტუალური დღეს კიდევ ერთხელ. არასოდეს ეკა ბესელიას ამასთან პრობლემა არ ჰქონია. მე არ მახსოვს არც ერთი წამი მისი არც საჯარო და არც პირადი სოლიდარობის წინა წლებში,“-განაცხადა თინა ხიდაშვილმა. 

დღეს თავად უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ მიანიშნა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული ბინძური კამპანია სწორედ ქართული ოცნების რიგებიდან იყო ორკესტრირებული და რომ კოლექტიურმა მოძალადემ სწორედ მმართველ გუნდში დაიდო ბინა.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები