მენიუ დახურვა

ბესელიას შემთხვევაში ეს ხდება მაშინ როდესაც იგი დაუპირისპირდა ოცნებას ეკა გიგაური ფარულ ჩანაწერებზე

პირადი ცხოვრებს ამსახველი კადრებით შანტაჟის მსხვერპლნი ძირითადად ქალები არიან ამის შესახებ განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა.

ეკა გიგაური სოციალურ ქსელში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ფარული ჩანაწერებით ომი ეკა ბესელიას წინააღმდეგ სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მან კრიტიკული განცხადებები გააკეთა, როგორც ქართული ოცნების, ასევე კონკრეტული მოსამართლეების მისამართით.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში სულ უფრო ხშირად გამოიყენებენ ამ მეთოდებს კონკრეტული  ჯგუფები იმისთვის, რომ შანტაჟი მოახდინონ კონკრეტული პირების და ძირითადად შანტაჟის მსხვერპლები არიან ქალები. ძირითადად ჩვენ ვხედავდით, რომ ესენი იყვნენ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები. ეს ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში და აი ახლა უკვე ეკა ბესელიას შემთხვევაში ეს ხდება მაშინ როდესაც იგი საუბრობს სასმართლოს რეფორმირებაზე და იგი დაუპირისპირდა კონკრეტულ პირებს „ქართულ ოცნებაში“ და კონკრეტულ მოსამართლეებს რომლებსაც ზურგს უმაგრებს ქართული ოცნების რამდენიმე წევრი,“-განაცხადა ეკა გიგაურმა. 

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები