მენიუ დახურვა

ხმაური საგარეჯოში სიტყვიერი დაპირისპირება საპროტესტო აქციაზე მერის გამოჩენას მოჰყვა

ხმაური საგარეჯოში მერიის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მუნიციპალიტეტის მერის გამოჩენას მოჰყვა. სპორტსმენები, მწვრთნელები და მხარდამჭერები გიორგი ერბოწონაშვილსსპორტული აიპის ხელმძღვანელის, მამუკა კურდღელაშვილის, გათავისუფლების გამო უპირისპირდებიან.

სპორტსმენების ინფორმაციით, მერი პირადად არის დაინტერესებული კურდღელაშვილის გაშვებით და ამ ფორმით შურისძიებით, რადგან კურდღელაშვილმა აიპიდან მერის ნათესავი ქალი გაათავისუფლა.

„ერთ-ერთ თანამშრომელს ხელშეკრულება არ გავუგრძელე და მაგის გამო გამათავისუფლეს. სხვა მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით მე,“ აღნიშნავს მამუკა კურდღელაშვილი.

საპირისპიროს ამტკიცებენ აიპის გათავისუფლებული თანამშრომელი და მისი მხარდამჭერი ქალბატონები. ისინი ირწმუნებიან, რომ კურდღელაშვილი მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, რაზეც ყოფილ ხელმძღვანელს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

„ზეწოლის ქვეშ ვიყავით, რაც მამუკა კურდღელაშვილი მოვიდა, გამგებელმა მიიღო ძალიან კარგი გადაწყვეტილება მე ვარ მთავარი ბუღალტერი გაერთიანების, რაც მოვიდა ხალხს ყრის, უნდა თავისი ხალხი დანიშნოს მარტო. ჩვენი გაძევება უნდა სამსახურიდან, საოჯახო ორგანიზაცია უნდა რომ გააკეთოს,“ განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მამუკა კურდღელაშვილის მიერ გათავისუფლები თანამშრომლის შესახებ საუბრობს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ერბოწონაშვილი.

„ორსულ გოგონას ხელფასი აქვს 220 ლარი, მეტი შემოსავალი არა აქვს და მამუკა კურდღელაშვილმა გაათავისუფლა ეს გოგონა და მე ვთხოვე, რომ ეს გოგონა აღედგინა სამსახურში და მამუკა კურდღელაშვილმა ეს გოგონა არ აღადგინა. ეს იყო თხოვნა,“ აცხადებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი.

წყარო

loading…



მსგავსი სიახლეები