მენიუ დახურვა

სოფო გორგოძე – ბრალდებები სკოლის გამოცდების მოხსნისა და ეროვნულ გამოცდებში ცვლილებების გამო კორუფციის საფრთხეზე, არგუმენტს მოკლებულია

ამ დრომდე იყო შემთხვევები, რომ ბავშვს მთელი 4 წლის განმავლობაში მათემატიკა უნდა ესწავლა, თუმცა უნივერსიტეტში გეოგრაფიით ხვდებოდა. ასეთი რაღაც აღარ იქნება, პირიქით, ეს სისტემა უფრო სამართლიანი იქნება, ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გამოცდებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

„გამოცდები ისევ არის ცენტრალიზებული 3 ცენტრალიზებული გამოცდაა, რომლის ჩაბარებაც არის აუცილებელი და ასევე, დამატებითი გამოცდა, რომელსაც უნივერსიტეტი აირჩევს და უფრო რელევანტური იქნება, ვიდრე აქამდე იყო. აქამდე იყო შემთხვევები, რომ ბავშვს მთელი 4 წლის განმავლობაში მათემატიკა უნდა ესწავლა და გეოგრაფიით ხვდებოდა უნივერსიტეტში. ასეთი რაღაც აღარ იქნება, პირიქით, უფრო სამართლიანი იქნება ეს სისტემა.

უნარების გამოცდაც დარჩა, როგორც არჩევითი საგანი და უნივერსიტეტებს კვლავ შეუძლიათ, ეს საგანი აირჩიონ. ცენტრალიზებული გამოცდები ისევ რჩება, უბრალოდ, უნივერსიტეტების ავტონომია ცოტა უფრო გაიზარდა და არჩევითი საგნების ნუსხა უფრო რელევანტური გახდა. არგუმენტი იმდენად სუსტია ჩემთვის, რომ არც კი ვიცი, რა ვუპასუხო“, განაცხადა სოფო გორგოძემ.

სოფო გორგოძემ 3 თებერვალს განათლების სამინისტროსთან მე-12 კლასის მოსწავლეების მიერ დაგეგმილი აქციის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ მათთვის აღნიშნული რეფორმის განხორციელება წელს ვერ მოხერხდება.

წყარო: marshalpress.ge

loading…


მსგავსი სიახლეები