მენიუ დახურვა

ნინო გოგუაძე: 2016 წელს გავრცელებული პირადი ცხოვრების კადრების გამოძიება არ მომხდარა, ასე იქნება ახლაც

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე დარწმუნებულია, რომ როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამოძიება არ მომხდარა და დამნაშავე არ დასჯილა, ისე იქნება ახლაც.

როგორც ნინო გოგუაძემ აიპრესს განუცხადა, მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ვინმემ იქნებიან ეს მოსამართლეები თუ სხვა ჯგუფი ზურგის გარეშე გაბედონ ის, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ზურგის გარეშე გაავრცელონ.

„პოლიტიკოსების მიმართ მორალური ტერორი განხორციელდა 2016 წლის მარტშიც, რომელიც გათვლილი იყო პოლიტიკოსების სამოქალაქო მკვლელობაზე. გასოვთ, რომ ჩვენ „თავისუფალი დემოკრატებიც“ აღმოვჩნდით ამის მსხვერპლი. მაშინაც ცდილობდა ხელისუფლება, რომ ეს დაებრალებინა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. მე პირადად გავრცელება დავაბრალე ამ ხელისუფლებაში მყოფ გარკვეულ ჯგუფს. ეს მათი ხელწერაა, ეს არ არის „ნაციონალების“ ხელწერა. დღესაც, როცა ლაპარაკობენ, რომ როგორ შეიძლება „ქართულ ოცნებას“ აწყობდეს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაო, ცოტა გულუბრყვილო კითხვად მიმაჩნია. ამ ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს მურუსიძის და ჩინჩალაძის უვადო მოსამართლეებად გამწესება, მაგრამ გაამწესა.

ეჭვი მეპარება, რომ თუნდაც მოსამართლეებმაც ზურგის გარეშე გაბედონ ასეთი კადრების გავრცელება. ჩემი პირად სოლიდარობა ეკა ბესელიას. ასეთი რამე არ უნდა მოხდეს. ის, რომ 2016 წლის დანაშაულზე გამოძიება არ განხორციელებულა და არავინ არ იცის ვინ გაავრცელა ეს კადრები, იმის მიუხედავად რომ პირად კონტროლზე აიყვანეს, კიდევ უფრო მიმყარებს რწმენას, რომ იმ კადრების გავრცელების მიღმაც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გარკვეული ჯგუფი იდგა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფაქტის გავრცელებაზე გამოძიება არ მოხდება და ისრები ხან „ნაციონალებზე“ გადავა, ხან მოსამართლეებზე და ეს გააკეთეს „ოცნების“ მოძულე ჯგუფებმა. ეს ყველაფერი ბელესტრიტიკაა თავიდან ბოლომდე. რაც მოხდა და რაც ხდება, იმ სრულიად უღირებულებო განწყობების შექმნაზე, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ამაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე „ქართულ ოცნებას“ ეკისრება“, განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ნინო გოგუაძემ ისიც გვითხრა, რომ პირადი ცხოვრების კადრების გადაღება წინა ხელისუფლების დროს მოხდა, რაც შანტაჟისთვის გამოიყენებოდა, თუმცა მაშინ არცერთი კადრი არ გავრცელებულა საჯარო სივრცეში. გოგუაძე ამბობს, რომ მისი გავრცელება “ოცნების” დროს დაინერგა, რაც ამაზრზენი დანაშაულია!

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, გუშინ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი. ამასთან დაკავშირები დავით ჭიჭინაძე შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა

ცნობისთვის, გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქეყნა, სადაც შსს მინისტრს გიორგი გახარიას, მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს და სუს-ის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს მიმართავს, საჯაროდ გამოავლინეთ ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან! მოგვიანებით ბესელიამ კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა. პოლიტიკოსმა ღია წერილით საზოგადოებას მიმართა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები