მენიუ დახურვა

მამაკაცი, რომელიც მტკვარში გადახტა, საპატრულოს თანამშრომლებმა გადაარჩინეს

112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ხიდიდან მდინარე მტკვარში მამაკაცი გადახტა.

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.

პატრულ-ინსპექტორებმა, სწრაფი რეაგირების შედეგად, წყალში მყოფი მოქალაქე ამოიყვანეს და პირველადი დახმარება

აღმოუჩინეს.

მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები