მენიუ დახურვა

თბილისში პატრულის მანქანა და მიკროავტობუსი ერთმანეთს დაეჯახნენ

ავარია

თბილისში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოავარია მოხდა. საპატრულო პოლიციის მანქანა და მიკროავტობუსი ერთმანეთს დაეჯახნენ, არსებული ინფორმაციით, პატრულის ავტომობილი შემდეგ მოცურდა და მერსედესის მარკის ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი ქალი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები