მენიუ დახურვა

საქართველოს საჯარო სკოლებში 58 ათასამდე მასწავლებლიდან 16 ათასზე მეტი საპენსიო ასაკისაა

გადაცემა „პირისპირ“

განათლების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით სულ რეგისტრირებულია 65 281 მასწავლებელი. მათგან 7 826 კერძო სკოლაში ასწავლის, დანარჩენი 57 455 კი – საჯაროში. ეს და სხვა სტატისტიკური მონაცემები განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ გადაცემაში „პირისპირ“ გასაჯაროვდა.

ამ მონაცემების თანახმად ირკვევა, რომ საჯარო სკოლებში საპენსიო ასაკს უკვე 16 014-მა მასწავლებელმა მიაღწია (საქართველოში საპენსიო ასაკი კაცებისთვის 65, ხოლო ქალებისთვის – 60 წელია). 

ცნობილი ხდება ისიც, რომ 2018 წელს უმაღლეს სასწავლებლებში უფრო ნაკლები აბიტურიენტი ჩაირიცხა, ვიდრე 2017 წელს.

2017 წელს 38 808 მოსწავლემ დახურა მე-12 კლასი, სტუდენტი კი 28 176 აბიტურიენტი გახდა, 2018 წელს კი სკოლა 39 529 მოსწავლემ დაამთავრა, მაგრამ სტუდენტი მხოლოდ 27 906 აბიტურიენტი.

წელს რეგისტრირებულია 39 301 მე-12 კლასელი. 

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები