მენიუ დახურვა

ოკუპირებული სოხუმის საავადმყოფოში ღორის გრიპის შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზეთი

ოკუპირებული სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ღორის გრიპის პირველი ოფიციალური შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც აფხაზური მედია წერს, H1N1 ვირუსს რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი- თერაპევტი ანჟელა არჩელია ადასტურებს. 

მედია წერს, რომ ბოლო პერიოდში გრიპის ვირუსის გამო საავადმყოფოებში მიმართვიანობა გაიზარდა

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, დეფაქტო მთავრობამ ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი როგორც ფახულანი-საბერიოს ე.წ. საზღვარი, ასევე ენგურის ხიდი H1N1 ვირუსის გავრცელების გამო ჩაკეტა

წყარო

loading…



მსგავსი სიახლეები