მენიუ დახურვა

ბატიაშვილი: მეთორმეტე კლასი არ გაუქმდება

მიხეილ ბატიაშვილი

მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ მეთორმეტე კლასის გაუქმება რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება. რაც შეეხება მეთორმეტეკლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდის მოხსნას 2019 წელს და არა 2020-ში, მინისტრი ამბობს, რომ ამ თემაზე კანონმდებლებთან და ექსპერტებთან იმსჯელებენ. ამის შესახებ ბატიაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

ბატიაშვილის მიერ დაანონსებული რეფორმების ფარგლებში, გაჩნდა მოლოდინი, რომ სკოლებში მე-12 კლასები გაუქმდებოდა.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2020 წლიდან გაუქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები, თუმცა წელს ამ გამოცდებისგან მხოლოდ მე-11 კლასელები გათავისუფლდებიან.

ამის გამო აბიტურიენტები კვირას განათლების სამინისტროსთან აქციას აანონსებენ. საპროტესტო აქცია დღეს გამართეს ბათუმელმა აბიტურიენტებმა. ისინი აცხადებენ, რომ უსამართლო და არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები