მენიუ დახურვა

საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, ამ ფაქტმა მართლმადიდებელ სამყაროში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში.

‘სახეზე გვაქვს სასულიერო და საერო პირთა პოლიტიკური და რელიგიური შეფასებები და განცხადებები. ამასთან არც ერთი მხარე თავს არ იკავებს შეურაცხმყოფელი გამოთქმების, ერთგვარი შანტაჟისა და დამამცირებელი ფრაზებისგან, რაც პირველ რიგში მთქმელს აყენებს ჩრდილს.

უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს.

ამჟამად მთავარი არის მართლმადიდებელთა ერთობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა, ხელის შეწყობა იმისათვის, რომ დაცხრეს დაძაბული ვითარება და სამართლიანობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი გარემო შეიქმნას’, – წერია განცხადებაში.

საპატრიარქო ამ საკითხთან დაკავშირებით ყველას კორექტულობისკენ მოუწოდებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 30 იანვარს საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოდის. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. მანვე მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

წყარო

loading…



მსგავსი სიახლეები