მენიუ დახურვა

ტიმოშენკომ საჩუქრად ჯინსის შარვალი მიიღო

იულია ტიმოშენკო

უმაღლესი რადის დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ (პოროშენკოს ბლოკი) „ბატკოვშინას“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს ჯინსის შარვალი გაუგზავნა. მან იმედი გამოთქვა, რომ ის ამ საჩუქრის მიღების შემდეგ უარს იტყვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. დეპუტატი ამის შესახებ Facebook-ზე წერს.

გონჩარენკომ საჩუქრის შინაარსი ვოკალისტ სვიატოსლავ ვაკარჩუკის სიტყვებით ახსნა, რომ მას ჯინსში უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ჰასლტუხით.

„იულია ვლადიმიროვნასთვის გადავწყვიტე ჯინსი გამეგზავნა. თუ ის მას აირჩევს, აღარ გააწვალებს არც ქვეყანას და არც საკუთარ თავს პრეზიდენტობაზე კანდიდატურის წამოყენებით. ყველასთვის ასე აჯობებს და პირველ რიგში, მისთვის“, – განმარტა დეპუტატმა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება.მასში მონაწილეობის შესახებ დღეს უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომაც განაცხადა. მისი მთავარი კონკურენტი ამ არჩევნებში, სწორედ იულია ტიმოშენკოა.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები