მენიუ დახურვა

რამდენი დრო უნდა გაატაროს 2-5 წლის ბავშვმა ეკრანთან. რეკომენდაცია

ბავშვები

მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც გაჯეტებთან დიდ დროს ატარებენ, მოგვიანებით განვითარებასთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები აქვთ. ამის შესახებ ახალი კვლევა ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კვლევისას სპეციალისტებმა 2-3 წლის ბავშვების მიერ ეკრანთან გატარებულ დროსა და შემდეგ ამავე ბავშვების, როცა ისინი უკვე 3-5 წლისები არიან, განვითარებასთან დაკავშირებით პირდაპირი კავშირი დაადგინეს. განვითარების შეფერხება ფიქსირდება კომუნიკაციის უნარებში, ასევე სხეულის მოძრაობის, პრობლემების გადაჭრისა და პერსონალური სოციალური უნარების გამომუშავებაში. მაგალითად, ბავშვს 3-5 წლის ასაკში შეიძლება ერთმანეთზე კუბიკების დადებაც კი გაუჭირდეს.

ამერიკელ პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, 2-5 წლისებს, დღის განმავლობაში ეკრანთან მხოლოდ 1 საათის გატარების უფლება უნდა ჰქონდეთ. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, თუ რას უყურებენ ამ ერთი საათის პერიოდში.

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა დაასკვნა, რომ იმ ბავშვებში, რომლებიც ძილის წინ სმარტფონს იყენებენ, გამოუძინებლობისა და გასუქების რისკი იზრდება. გარდა ამისა, ძლიერდება შფოთვა.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები