მენიუ დახურვა

დიდი ხმაური და ჩხუბი სამორინესთან – “კრისტალ ბეთის” თანამშრომლებმა 2 მამაკაცს სცემეს

 რუსთავში, მე-12  მიკრორაიონში, სამორინე “კრისტალ ბეთის” ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომლებსა და 2 მამაკაცს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თვითმხილველების თქმით, “კრისტალ ბეთის” რამდენიმე თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა 2 მამაკაცს. ნაცემი მამაკაცების თქმით, მათთვის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

“ინფო რუსთავთან” დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მამაკაცები შენობაში იგინებოდნენ, მათ მიეცათ შენიშვნა, შენობა დაეტოვებინათ, მაგრამ არ დატოვეს და სწორედ ამიტომ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები