მენიუ დახურვა

ბათუმში, სასამართლოზე ბადრაგებს ბრალდებულები ერთმანეთში აერიათ – ინციდენტი უზბეკი ქალის მკვლელობის საქმეზე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი იმის გამო გადაიდო, რომ ბადრაგებს ბრალდებულები ერთმანეთში აერიათ, – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება. უზბეკეთის მოქალაქის მკვლელობის საქმის განხილვაზე, სასამართლო დარბაზში ბრალდებულ ლევენთ ულუს ნაცვლად, სხვა ბრალდებული შემოიყვანეს, რომელსაც ამ საქმესთან შემხებლობა არ ჰქონდა. მაუწყებლის ცნობით, ლევენთ ულუს ადვოკატმა სასამართლოს განუცხადა, რომ დარბაზში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ იმყოფებოდა. ბადრაგებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ შესაძლოა ის ექსპერტიზაზე ყოფილიყო გადაყვანილი, რაც პროკურატურამ უარყო. პროკურატურის წარმომადგენელი ირწმუნებოდა, რომ მათ ექსპერტიზა არ დაუნიშნავთ. შეცდომით შემოყვანილი ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან მალევე გაიყვანეს, თუმცა მოსამართლე ლევან გელოვანმა უზბეკი ქალის მკვლელობის საქმე გადადო, რადგან ლევენთ ულუ სასამართლო შენობაში საერთოდ არ იყო. გაირკვა, რომ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არ გადმოუყვანიათ.

loading…


მსგავსი სიახლეები