მენიუ დახურვა

გაბუნია გვრიტიშვილს: მეც შემომთავაზეს ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნახვა, არსებობს კადრები

ასე უპასუხა ტელეკომაპნია რუსტავი 2-ის გადაცემა არჩდევანის წამყვანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, დიმიტრი გვრიტიშვილმა გაკეთებულ განცხადებას, თითქოს ჩანაწერები არ არსებობს, რადგან ის არავის უნახავს,

დღეს სპეციალურად ვიმყოფებოდი თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმისთვის, რომ გამერკვია ამ საქმის მოძრაობა. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, 2018 წლის 10 დეკემბრიდან ეს საქმე გაგზავნილია საქართველოს უზენაესს სასამართლოში.

…ეჭვის საბაბს იძლეობდა ის რომ უშუალოდ ეკა ბესელიასთან დაკავშირებულმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაახმოვანა ამის შესახებ და თქვა რომ მისი ოჯახის წევრმა, რძალმა ნახა. მე, ჩემს გარემოცვაში არ გამიგია რომ ეს ვინმეს ენახოს”- განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ამის საპასუხოდ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, დიმიტრი გვრიტიშვილს უთხრა, მეც კი შემომთავაზეს ამ კადრების ნახვა. პირდაპირ გეტყვით, ეს კადრები ნამდვილად არსებობს.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ,  საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი. ამასთან დაკავშირები დავით ჭიჭინაძე შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა

ცნობისთვის, გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქეყნა, სადაც შსს მინისტრს გიორგი გახარიას, მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს და სუს-ის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს მიმართავს, საჯაროდ გამოავლინეთ ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან! 

ასევე, მოგვიანებით დეპუტატმა სოციალურ ქსელში გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნავს: მივმართავ იმას, ვინც დგას მორალური ტერორის უკან, ვერ შეძლებ ჩემს გაჩუმებას!

loading…


მსგავსი სიახლეები